fbpx

საკვები ნივთიერებები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია

ავტორი Ann
44 ნახვა

ჭამე ბროკოლი და ვაშლი, დალიე რძე – იყავი ჯანმრთელი. ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ეს სამი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა არსებობს საკვები ნივთიერებები, რომლებიც არა მხოლოდ სასარგებლო, ორგანიზმისთვის აუცილებელია და შესაძლოა ამის შესახებ სულაც არ იცოდეთ.

იოდი – ეს მინერალი ტვინის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, აუმჯობესებს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ამ ნივთიერებას შეიცავს ზღვის წყალმცენარეები, ვირთევზა, მოლუსკი, იოგურტი და რძე.

B1 (თიამინი) – ეს ნივთიერება ადამიანის ენერგიის წყაროა. ვარჯიში, ავადმყოფობა, ორსულობა ორგანიზმს ფიტავს, ამ დროს კი სწორედ თიამინია საჭირო. ამ ნივთიერებას შეიცავს კალმახი, მჭლე ღორის ხორცი, მზესუმზირა, ხორბლის პური, ბარდა და სატაცური.

ტრიპტოფანი – ამ ნივთიერების ნაკლებობა მოქმედებს ხასიათზე, მეხსიერებაზე, ზრდის აგრესიას. მას შეიცავს ინდაური, ვირთევზა, საქონლის ხორცი, სოიო და სატაცური.

ვიტამინი K და მაგნიუმი – ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ კალციუმის შეწოვას, ამცირებენ გულის დაავადების რისკს. ვიტამინ K-ს შეიცავენ მწვანე ყვავილოვანი, ფოთლოვანი კომბოსტო და ისპანახი, მაგნიუმს – გოგრის თესლი, ნუში და ლობიო.

ლიკოპინი – ეს ნივთიერება ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს, პროსტატის კიბოს განვითარების შანსს. მას შეიცავს მოთუშული პომიდორი და საზამთროს წვენი.

ქოლინი – ის უჯრედების მაშენებელი მასალაა, მოქმედებს მეხსიერებაზე, ხასიათზე, ენერგიაზე. მიირთვით კვერცხი, საქონლის ხორცი, ზღვის პროდუქტები, ბროკოლი და მიწის თხილი.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment