fbpx

“შარშანდელი ერთი საშინელი ზარის შემდეგ, ტელეფონი უმეტსწილად უხმო რეჟიმზე მაქვს”…

ავტორი ნინო გონგაძე
18 ნახვა

“შარშანდელი ერთი საშინელი ზარის შემდეგ, ტელეფონი უმეტსწილად უხმო რეჟიმზე მაქვს. ღამე მით უფრო.

წუხელ ვფიქრობდი: ტელეფონის ზარი და ზუმერი ხომ სულ იგივეა როგორც წესი. ძნელად რომ ვცვლიდეთ. იგივეა და ტრივიალური. ყურისთვის შესამჩნევი და ფიქრისთვის შეუმჩნეველი. ის ზარებიც ასეთი იყო.

ამიტომაც აღარ გვახსოვს, რამდენჯერ გაისმა – ორჯერ, სამჯერ და მეტჯერ. მაგრამ ხმები, რომლებიც ამ ზარების უკან იდგნენ. ხმები და წერილები. ეს მთავარი ხმები და წერილები…

ჰო, ზარები ერთნაირად ჟღერენ, მაშინაც როცა, მის უკან ჩასაფრებული ხმები და წერილები სიკვდილს გვამცნობენ და მაშინაც, როცა ვინმეს დაბადებას, ან სიყვარულს, ან განშორებას. და კიდევ ბევრ სხვა ამბებს. ცენტრალურ ამბებს.

როგორც მზეები არიან ერთნაირი და მთვარეეები, ეგრე არიან ეს ზარები. ეს ერთნაირი ზარები. მათ ქვეშ და მათ უკან ხდება დიდი ამბები”.

გიორგი კეკელიძე

FACEBOOK POST

მსგავსი სტატიები

Leave a Comment