fbpx

ხართ თუ არა ლიდერი…

ავტორი Ann
671 ნახვა

ლიდერების ხსენებისას ალბათ გონებაში იმ ადამიანების სახელი მოგდით, რომლებმაც  გარკვეული კვალი დატოვეს სხვადასხვა სფეროში. მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებთ, მთავარია როგორ აკეთებთ.

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ნამდვილ ლიდერებს 3 თვისება აერთიანებთ:

ისინი ფიქრობენ და ურთიერთობენ ღიად და სუფთად;

მათ აქვთ საოცარი ინტუიცია ადამიანების მიმართ;

მათ აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება თავიანთი მისიის მიმართ.

ლიდერმა იცის, რომ ის სხვას არ ჰგავს, მას ცხოვრებაში გარკვეული მისია აკისრია და ყველაფრის ფასად უნდა მოიყვანოს სისრულეში.

გაინტერესებთ ხართ თუ არა ლიდერი? დასვით რამდენიმე საკითხი საკუთარი თავის წინაშე:

1.დაწერეთ თქვენი კომპანიის მისია, სტრატეგია, მიზნები 2 წუთში;

2.შეაფასეთ ყველა ხელმძღვანელი პირის ეფექტურობა, რომელიც აყვანილი გყავთ;

3.დაწერეთ სახელი იმ ადამიანისა, რომელიც დააწინაურეთ, მაგრამ თვლით, რომ ამას არ იმსახურებდა;

4.თვლით, რომ თქვენი გადადგმული ნაბიჯები წარმოდგენას უცვლის თქვენს თანამშრომლებს თქვენზე?

5.ინტერესდებით უკუკავშირით თანამშრომლებისგან? შეგიცვლიათ ქმედება თანამშრომლის რჩევის საფუძველზე?

6.როგორ შეაფასებთ საქმისადმი თქვენს დამოკიდებულებას?

7.როგორ შეაფასებთ თქვენს კომუნიკაციას სამსახურში?

თუ თქვენ ახერხებთ ყველა მათგანი დადებითად შეაფასოთ, მაშინ თქვენ ლიდერი ხართ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment