fbpx

„ჯეოსელი არის ყველაზე თაღლითი კომპანია, საქართველოს ბანკთან ერთად“ – მიშა ქირია

ავტორი ჟოლო
43 ნახვა

„ჯეოსელი არის ყველაზე თაღლითი კომპანია, საქართველოს ბანკთან ერთად, ვისთან შეხებაც ოდესმე მქონია!“ – წერს სოციალურ ქსელში ცნობილი საოპეო მომღერალი მიშა ქირია.

მიშა ქირია: „ინტერნეტპაკიტი შევიძინე 10 ოქტობერს 4 გბ, (ამოწურვისას ყოველთვის მატყობინებენ სმს-ის სახით, რომ პაკეტი ამოიწურა) თუმცა ამ შემთხვევაში 60 ლარი იყო ბალანსზე და მათთვის მომგებიანი იყო, არ შეეტყობინებინათ და წუხელის 3 საათიდან დილამდე, როცა მეძინა ეს 60 ლარი გაანულა. სირცხვილია, მე ეს 60 ლარი არ დამღუპავს, მაგრამ რამდენი წელია ამათი კლიენტი ვარ, მხოლოდ როუმინგები რომ დავითვალო საკმარისია ერთი კარგი კლიენტისთვის დაკარგვისთვის. აუცილებლად გადავალ სხვაგან.

რაც შეეხება საქართველოს ბანკს, იტალიაში ჩემს სააგენტოში გადავრიცხე 1220 ევრო, გარანტირებული გადარიცხვით, ანუ 40 ევროთი, რაც მთელს სამყაროში არარეალური საკომისიოა, უკან დამიბრუნეს გადარიცხული თანხიდან 1205 ევრო, და მითხრეს ინვოისი არ ახლდა და ვერ გადავრიცხეთო, ანუ 55 ევრო წაიღეს, არაფერში და ხელმეორედ მომიხდა გადარიცხვა, 15 ევროს და ისევ 40 ევროს დამატებით, ანუ ბანკმა 1220 ევროს გადარიცხვისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადამახდევინა 110 ევრო. ამ ორივე ფაქტს ქვია ბიზნესის კეთება ქართულად… გამოხედვა არ მინდა აქეთკენ!

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან რამდენიმე წუთში მომღერალს შემდეგი გზავნილი მისდის მობილურზე.

misha

„ჯეოსელი,მაინც თაღლითები ხართ ::)) და მაინც დაგტოვებთ ::)) ხმა რომ არ ამომეღო, არ დააბრუნებდნენ ::))“ – პასუხობს გზავნილს მიშა ქირია.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment