fbpx

შემთხვევით „დაბადებული“ „ჰარი პოტერი“

ავტორი Ann
39 ნახვა

ჯოან როულინგს და მის „ჰარი პოტერს“ დღეს მსოფლიოს მასშტაბით ყველა იცნობს, თუმცა ალბათ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ის რთული გზა, რომელიც მწერალმა ბესტსელერის შექმნამდე გაიარა.

ჯოან როულინგი 1965 წელს ინგლისში, კერძოდ ბრისტოლში დაიბადა არცთუ შეძლებულ ოჯახში. ის წყნარი ბავშვი იყო და უყვარდა წერა და კითხვა. მოგვიანებით, როდესაც უნივერსიტეტი დაასრულა მუშაობდა სხვადასხვა ოფისებში, თავისუფალ დროს კი წერდა.

დედის გარდაცვალების შემდეგ როულინგს ინგლისში დარჩენა აღარ სურდა. გაზეთში შემთხვევით იპოვნა ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია პორტუგალიაში და ბედის საძებნელად ამ ქვეყანას მიაშურა. პორტუგალიაში ის ადგილობრივ მამაკაცზე დაქორწინდა და ცოტა ხანში ქალიშვილი შეეძინა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ბედნიერი არ იყო და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მწერალი საცხოვრებლად შოტლანდიაში გადავიდა თავისი დის სიახლოვეს.

ცხოვრების თავიდან დაწყება მისთვის რთული აღმოჩნდა, მითუმეტეს პატარა გოგონასთან ერთად. არ ჰქონდა სამსახური, ფული, მაგრამ ჰქონდა ერთი იდეა, რომელიც წლების წინ მატარებლით მგზავრობისას მოუვიდა. საწერად მან პატარა კაფე აირჩია, სადაც ყავას სვამდა და წერდა თავის ნაწარმოებს. გვერდით კი მის პატარა შვილს ეძინა.

ხუთი წლის შემდეგ როულინგმა „ჰარი პოტერის“ პირველი ნაწილი დაასრულა და გამოსაქვეყნებლად რამდენიმე რედაქციაში გააგზავნა, თუმცა ყველა მათგანისგან უარი მოსდიოდა, რადგან ნაწარმოები არ მოსწონდათ. ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთ გამომცემელს მოეწონა, თუმცა მისი აზრით ნაწარმოები მხოლოდ ბავშვებისთვის იყო, შესაბამისად დიდ თანხას ვერ მოუტანდა მწერალს. მისი ვარაუდი არ გამართლდა, წიგნის გამოსვლიდან უმოკლეს დროში ის ბესთსელერი გახდა. დღესდღეობით „ჰარი პოტერი“ 42 ენაზეა ნათარგმნი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment