fbpx

12 შესანიშნავი ფილმი საახალწლო განწყობის შესაქმნელად

ავტორი ჟოლო
322 ნახვა

ყველაზე კარგი საშუალება საახალწლო განწყობის შესაქმნელად ესა არის ფილმი, რომელიც მთლიანად ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ამ დღესასწაულის მიმართ. ამასთან, თუ თქვენ ფილმების მოყვარულიც ხართ და გაქვთ ფუფნება აჩუქოთ სახალწლოდ საკუთარ თავს სასიამოვნოდ დასვების დრო, მაშინ ახლა სწორედ ის დროა მთელი ოჯახი ერთად ჩაუჯდეთ და რამოდენიმე საათი ერთად სასიამოვნოთ გაატაროთ.  მაშ ასე, აირჩიეთ სასურველი ფილმი  და ისიამოვნეთ.

საშობაო ისტორია /A Chrismas Story

ას წლეულების წინ ლაპლანდიაში პატარა ბიჭუნამ სახელად ნიკოლასი, დაკარგა მშობლები, მისი აღზრდა თავის თავზე სოფლის მკვიდრებმა აიღეს. წელიწადში ერთხელ – შობას – ნიკოლასი ახალ სახლში გადადის. მადლობის ნიშნად ნიკოლასი გადაწყვეტს ბავშვებისათვის სათამაშოები გააკეთოს. ნელ-ნელა ტრადიციად იქცევა, რომ ყოველ შობას ბავშვებს საჩუქარი უნდა დახვდეთ.

ელფი / Elf

უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახსლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს.

სასწაული 34ე ქუჩაზე / Miracle on 34th Street

პატარა ბავშვებს გულრწფელად სჯერად საოცრებების და ყოველთვის ელიან წელიწადში ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის დადგომას. ექვსი წლის სიუზანს კი, რომელსაც მამა არ ყავს, არ ჯერა, რომ სანტა კლაუსი – ნამდვილი ჯადოქარია.

საშობაო არდადეგები / Christmas Vacation

გრისვოლდების სახლში შობას ზეიმობენ. ეს არის დრო, როდესაც ჩუქნიან საჩუქრებს, მღერიან ჰიმნს, ციმციმებენ საშობაო ნაძვისხის შუქები. შობა მშვენიერი დროა კლარკ გრისვოლდის და მისი ოჯახისთვის. მაგრამ ნათესავები, რომლებიც სტუმრად მოდიან, სიმშვიდეს და სომყუდროვეს არღვევენ, იწყება ნამდვილი სტიქიური უბედურება.

ჩარლი ბრაუნის შობა / A Charlie Brown Christmas

ჩარლი ბრაუნი ცდილობს იპოვოს შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა

ეს მშვენიერი ცხოვრება / It’s a Wonderful Life

ჯორჯ ბეილი, პატარა სადაზღვეო კომპანიის მფლობელია გამოგონილ ამერიკულ ქალაქში ბედფორდ ფოლსში. ის პატიოსანი, თანამგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა, მაგრამ უსიამოვნებების გამო დეპრესიაში ვარდება და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის ყველაზე დიდ მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი–ანგელოზის დახმარება.

ნათელი შობა / White Christmas

ორი ნიჭიერი მომღერალი და მოცეკვავე გაერთიანდება ომის შემდეგ, რათა გახდნენ შოუბიზნესის ყველაზე მოთხოვნადი წყვილი.

თოვლის კაცი / the Snowman

პატარა ბიჭი აკეთებს თოვლის კაცუნას შობის წინადღით, რომელიც გაცოცხლდება შუაღამით და წაიყვანს ბიჭს მაგიურ თავგადასავალში ჩრდილოეთ პოლუსზე, სადაც ხვდება სანტა კლაუსს.

სანტა კალუსი /The Santa Clause

საშობაო ღამეს სათამაშოების გამყიდველი სკოტ კელვინი შემთხვევით ჩამოაგდებს თავისი სახურავიდან უცნაურ მოხუცებულს. გაოცებული იქვე აღმოაჩენს ჩრდილოეთის ირემს. სანამ უცნობი თოვლიდან სცდილობს გამოღწევას, ცნობისმოყვარე სკოტი ჩახტება უნაგირში – და ჩრდილოეთ პოლუსზე აღმოჩნდება, სადაც მთავარი ელფი არწმუნებს მას სანტა კლაუსის ადგილი დაიკავოს, რომელიც ამ მომენტში კელვინის სახლთანაა და ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს. ის დათანხმდება, მაგრამ ერთი საქმეა ჩაიცვა სანტას კოსტუმი და ბავშვებს უცეკვო, სულ სხვა კი – იყო ნამდვილი სანტა, როდესაც შენ სინამდვილეში გეზრდება წვერი, ღიპი, და თვალწინ გიჭაღარავდება თმა. ასეთი მხიარული შობა მას ჯერ არ ქონია.

საშობაო საჩუქრები/ Jingle All The Way

გაიცანით ჰოვარდ ლენგსტონი: იგი მატრასების კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. მის შვილს იგი იმედს გაუცრუებს, როდესაც მის კარატეს წარმოდგენას გააცდენს. ამჯერად იგი შეპირებულია, რომ საშობაოდ საყვარელი სუპერ-გმირის, ტურბო-მენის სათამაშოს აჩუქებს. საუბედუროდ შობის წინა დღეს ჰოვარდი აღმოაჩენს, რომ ყველა ეს სათამაშო უკვე გაყიდულია, რის გამოც იგი იძულებული ხდება მთელ ქალაქში რამენაირად მოძებნოს შვილისთვის დაპირებული საჩუქარი.

პოლარული ექსპრესი/The Polar Express

კრის ვან ოლსბერგის ბავშური ზღაპრის ეკრანოზაცია, გვიყვება ამბავს ბიჭზე, რომელიც თანტოლების დაცინვის მიუხედავათ ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის. ერთხელაც, შობის ღამეს, როდესაც სანტას ელოდებოდა, სახლთან გაჩერდა ზღაპრული მატარებელი, გამცილებელმა შესთავაზა დაუვიწყარი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში – ჩრდილოეთ პოლუსზე, ჯადოსნურ ქვეყანაში, რომელშიც გზა ხსნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც გულით სჯერა.

როგორ მოიპარა გრინჩმა შობა / How the Grinch Stole

ჯადოსნური ქვეყანა ჰუვილი ფიფქის შიგნითაა. ჰუვილში ცხოვრობენ “ჰუები”, კატის სახიანი მუტანტი ხალხი. ჰუებს ძალიან უყვართ შობა, გრინჩისგან განსხვავებით, რომელიც ჰუვილითან ახლოს ცხოვრობს და გეგმავს შობის მოპარვას ჰუვილელებისგან, რომლებსაც იგი ვერ იტანს. პატარა ბავშვი სინდი ლიუ კი გრინჩათან დამეგობრებას გადაწყვეტს.

მარიამ შარიქაძე

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment