fbpx

„ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო“…

ავტორი ჟოლო
3K ნახვა

არასოდეს დაკარგო რწმენა… რწმენა, რომ უფალი არ მიგატოვებს განსაცდელში ….. სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდოს განსაცდელის სიმძიმემ…

გახსოვდეს – “არ არსებობს ”აღდგომა” “გოლგოთის” გარეშე..”
ძნელია ადამიანობა.. ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე..
ხანდახან ეკალსაც გაკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები.. მაგრამ, არ შეჩერდე.. წამოდექი და მეტი შემართებით გააგრძელე გზა… ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს… ამ მცირე დროში კი შეეცადე სულით არ დაეცე, სანამ ისევ არ შემოვა ფანჯრიდან იმედის სხივი…

ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა..
აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა..
ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო.. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი..
მთავარია გიყვარდეს.. სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე.. არ შეგცვალოს ცხოვრების ეკლებმა..

არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული ცისარტყველას ფერები..
გიყვარდეს მთელი სამყარო.. და არასოდეს მოითხოვო “სიყვარულისთვის სიყვარული, თავმდაბლობისთვის – შექება, სამსახურისთვის – მადლიერება.. ნამდვილი სიყვარული სამაგიეროს არ ითხოვს..”

ყველა ადამიანში არის ისეთი რაღაც, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს იგი.. და ეს რაღაც უფლის ხატებაა, რომელიც სულის თვალით უნდა დაინახო..

“უფალმა ჩვენ ნატვრისთვალი გვაჩუქა და ეს ნატვრისთვალი ჩვენს გულშია დამალული.. და თუკი გავითავისუფლებთ სულს ყოველგვარი მანკიერებისგან, შევიყვარებთ ერთმანეთს, სიცოცხლეს, მთელ სამყაროს უსაზღვროდ, ამ ნატვრისთვალსაც ვიპოვით..” სულის სიმშვიდეს, ბედნიერებას ვიპოვით….

წყარო: მამა გიორგი თევდორაშვილის ფბ.გვერდიდან

მსგავსი სტატიები

Leave a Comment