fbpx

ადამიანის რწმენა, შემოსავალი, ორიენტაცია შენი საქმე არ არის, საკუთარ ცხოვრებას მიხედე…

ავტორი ჟოლო
1.2K ნახვა

წნევა არ ირტყმევინება.

ეპიდურული ანესთეზია მშობიარობისას ვერანაირად ვერ დააზიანებს ზურგის ტვინს.

ფსიქოლოგთან მისვლა შინაგანი კულტურის და სიძლიერის ნიშანია.

ოპერის მომღერალი არ არის აუცილებელი იყოს მსუქანი. ცხიმი ბგერასთან კავშირში არ არის.

კორონა თავისით არ ვრცელდება, მას ჩვენ ვავრცელებთ.

მეორედ ან მეოთხედ გათხოვილი ქალი არ არის ბოზი.

“როდის აპირებ დაოჯახებას?” – უზრდელობის და უპატივცემულობის ზღვარზეა.

კაციც ადამიანია. მას აქვს უფლება იყოს სუსტი, სევდიანი, იტიროს, დაემართოს დეპრესია.

ტრანსპორტის მძღოლი, სუპერმარკეტში მომუშავე თანამოქალაქეები … არ არიან შენი ქვეშემრდომები. ისინი შრომობენ, პატივი ეცი მათ!

ყველამ “უმაღლესში” არ უნდა ჩააბაროს, ეს არ გამოადგება არც ძალით სტუდენტს, არც ქვეყანას.

სახლის დალაგება, მაგიდის ალაგება, საჭმლის გაკეთება ზოგადად ადამიანის ერთერთი უნარია, სქესისგან სრულიად დამოუკიდებელი.

ადამიანის რწმენა, შემოსავალი, ორიენტაცია შენი საქმე არ არის, საკუთარ ცხოვრებას მიხედე.

მარხვა არ არის ვეგანური დიეტა.

დიეტა არ ნიშნავს არ ჭამას.

შიმშილობა ასუქებს! კი, კი, ნამდვილად სწორად წაიკითხე!

ხშირად ხათრით იწყება ნეპოტიზმი და რეგრესი.

სადარბაზოც შენია!

ლიფტიც!

ძმა არ ნიშნავს დის პირადი ცხოვრებით ობსესიას და კონტროლს.

გრძელი თმები, საყურეები, არა შავი ტანსაცმელი არანაირ კავშირში არ არის სექსუალურ ორიენტაციასთან.

საშვილოსნოს ქონა არ ავალდებულებს ქალს ჰყავდეს შვილები.

ადამიანი არ არის დედამიწის ბოსი.

ცხოველებს აქვთ სული, ემოციები, ცრემლები.

მამიკოს მთვრალი ძმაკაცების მოთხოვნით “პასპორტის” ჩვენება პათოლოგიურია და შეიძლება ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად დაილექოს.

სიგარეტი მოწევა არის თვითმკვლელობა განვადებით.

დექსამეტაზონმა თუ გიშველა 5 წუთში, არ იყო ანაფილაქსია, ეს იყო დიდი ალბათობით პანიკური შეტევა.

ბირჟას გამაგრება არ უნდა, საზღვრებს კი!

საქალწულე აპკი … სერიოზულად? 2021 წელს?

ცოლთან არანაირი სექსი არ ტეხავს, ტეხავს ღალატი რუს ნაშასთან.

რწმენა და რელიგია სხვადასხვა ფენომენებია.

აქამდე თუ ჩამოხვედი, მადლობა ყურადღებისთვის და გააზიარე, თუ გინდა😉

Le van House

მსგავსი სტატიები

Leave a Comment