ჩაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომელიც მოხმარების რაოდენობით უსწრებს ყავასა და ალკოჰოლს და წყლის შემდგომ, ყველაზე ფართოდ მოიხმარება. ჩაის პოპულარობა, – სასიამოვნო გემო-არომატთან ერთად, მასში შემავალმა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობამ განაპირობა.
კვლევების თანახმად ჩაი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას და არეგულირებს ღვიძლის ფუნქციონირებას.
სასარგებლო, გემრიელი, მატონიზირებელი, დამამშვიდებელი, სამკურნალო და ანტიოქსიდანტი – რომელიც ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან გამკლავებაში ეხმარება და მას მავნე მოლეკულებისგან წმენდს.
ჩაის ფოთოლი შეიცავს წყალს, აზოტოვან ნივთიერებას, ეთერზეთოვან ექსტრატს, უჯრედისს, ნაცარს, ტანინს, კოფეინს, შაქარს, ცილებს, სახამებელს, ეთერზეთს, P, C, B1, B2, PP ვიტამინებს, პიგმენტებს და სხვ. ჩაის მზა პროდუქციაში შემავალი სხვადასხვა რთული ნივთიერების ჰარმონიული თანაარსებობა ავლენს კომპლექსურ, სასურველ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
ჩაის სამკურნალო თვისებებიდან აღსანიშნავია:
1. იგი კლავს წყურვილს;
2. აუმჯობესებს მხედველობას;
3. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე;
4. ამაღლებს შრომისუნარიანობას;
5. აფართოებს სისხლძარღვებს;
6. არეგულირებს თირკმლების ფუნქციას;
7. ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, სისხლის წარმოქმნას;
9. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას და სხვ.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს ჩაის დადებითი თვისებები, რომლებიც გახდომას უწყობს ხელს.
მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ სასმელად მწვანე ჩაი მიიჩნევა. მწვანე ჩაის მთავარი უპირატესობა მისი დამუშავების ტექნიკაში მდგომარეობს. ამ სახეობის ჩაი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს მაქსიმალურად ინარჩუნებს. ის იმ 10 პროდუქტის სიაში შედის, რომელიც ჯანმრთელობის და ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგვარ გარანტად ითვლება.
უნდა გვახსოვდეს, თუ გვინდა ჩაი ორგანიზმისთვის სასარგებლო იყოს, ის უნდა გამოირჩეოდეს ხარისხით და აუცილებლად ახალდაყენებული უნდა მივირთვათ.
უმაღლესი ხარისხის პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი 👇👇
ბუნებრივად გამხმარი მწვანე ჩაის “ბურთულები “, პიტნისა, თუ ტყის ხილის ჩაი და შავი ჩაი ბერგამოტით .
გაიგე მეტი https://tupinamba.ge/
Insta: https://www.instagram.com/tupinamba_georgia/
FB: fb.com/TupinambaCoffeeGeorgia
599 86 65 85