fbpx

„ცხოვრებისადმი ისეთი დამოკიდებულება იქონიეთ, როგორც ზეიმისადმი, რადგან“…

ავტორი ჟოლო
545 ნახვა

— ცხოვრების აზრი რა არის?

— ცხოვრება – გზა, მიზანი და ჯილდო არის. ცხოვრება – სიყვარულის ცეკვაა. თქვენი დანიშნულება – გაფურჩქნაა. თქვენი სიცოცხლე – სამყაროს ისტორიაა. და ამიტომ, ის ნებისმიერ თეორიაზე უფრო მშვენიერია. ცხოვრებისადმი ისეთი დამოკიდებულება იქონიეთ, როგორც ზეიმისადმი, რადგან ცხოვრება ყველაზე ღირებულია. ცხოვრებას დღევანდელობა ქმნის. ხოლო დღევანდელობის არსი – დღევანდელობაში ყოფნა არის.

— უბედურება გამუდმებით რატომ დაგვყვება?

— რასაც დასთესთ, იმას მოიმკით. უბედურება – თქვენი არჩევანია. სიღარიბე – ადამიანის ქმნილება არის. ხოლო წუხილი – იგნორირების ნაყოფია. დადანაშაულებით – ძალებს კარგავთ, ხოლო ვნებით – ბედნიერებას ფანტავთ. გამოიღვიძეთ, რადგან ღარიბია ის, ვინც ვერ აცნობიერებს საკუთარ თავს. ხოლო ის ვინც საკუთარ თავში ღმერთის სამეფოს ვერ იპოვის – უსახლკაროა. ღარიბდება ის, ვინც დროს უაზროდ კარგავს. ნუ იქცევით მცენარეებად. ნუ მისცემთ ბრბოს უფლებას, რომ თქვენი სული გათელოს. და არ იქცევა თქვენი სიმდიდრე, თქვენსავე წყევლად.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment