fbpx

“კი მაგრამ აქამდე როგორ ვცხოვრობდი ასე უაზროდ?”

ავტორი ჟოლო
2.3K ნახვა

არსებობს სივრცე, რომელიც სამუდამოდ ცვლის ცხოვრებას. ამ ცვლილებების შემდეგ შენ ფიქრობ: “კი მაგრამ აქამდე როგორ ვცხოვრობდი ასე უაზროდ?”

ჩვენს საყვარელ სამყაროში არსებობს ფენომენი, სახელწოდებით, “დროის გამრუდება”. რაც უფრო სწრაფად მოძრაობს ნაწილაკი, მით უფრო ნელდება დრო.

როდესაც ვიწყებთ საკუთარ თავზე სერიოზულად მუშაობას, მალე გვეჩვენება, რომ დრო ძალიან ნელა გადის, ჩვენ გვგონია, რომ არაფერი გამოგვდის, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა. ამის გამო ვიწყებთ საკუთარ თავზე გაღიზიანებას.

არადა, რაც უფრო ნელა გადის დრო, მით უფრო სწრაფია დინება!

რამდენიმე დღის წინ ჩემს ძველ ეზოში მომიწია მისვლა. ფიზიკურად ყველაფერი შეცვლილი იყო – კორპუსები გალამაზებული, სათამაშო მოედნები, საქანელები და ა.შ. – მაგრამ ადამიანები… ამ მხრივ, ფაქტიურად ყველაფერი უცვლელად დამხვდა… თითქოს 10 წელი კი არა, ერთი თვე ყოფილიყოს გასული.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ ვითარდება! შესაბამისად, მათთვის დრო ძალიან სწრაფად გადის.

საკუთარ თავზე მუშაობა ძალიან მაგარი რამაა… რაც უფრო ნელა გადის დრო, მით უფრო სწრაფია დინება!

უკან გაიხედავ და თვალნათლივ ხედავ, თუ რამდენი რამ შეიცვალა… დიახ, შენ იყურები და ხედავ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა… ხედავ, რომ შენელება – ეს არის მფრინავი ტყვიის აღქმა სივრცეში.

რაც უფრო სწრაფად მიდიხარ, მით მეტად გეჩვენება, რომ ნელა მიდიხარ.

რაც უფრო მეტ პრობლემას განიცდი აწმყოში, მით უფრო სწრაფია შენი განვითარება.

რაც უფრო მეტ ემოციას განიცდი, მით უფრო ნამდვილია შენი პრობლემები, რომლებზეც მუშაობ.

ნამდვილი პრობლემა – უსიამოვნოა.

არა თეორიაში, არამედ პრაქტიკაში.

ბევრ ჩვენგანს აქვს შეგრძნება, რომ ყველაფერი ცუდათაა…

შენ ფიქრობ რომ არ გამოგდის და ძალიან ნელა მიიწევ წინ. ამის გამო კი საკუთარ თავზე ბრაზდები.

ასეთ დროს გააკეთე შემდეგი პრაქტიკა:

დააკვირდი და გაიგე, ახორციელებ თუ არა უწყვეტად მოქმედებას სამი თვის განმავლობაში?

დადე თუ არა კონკრეტული, გაზომვადი და ხელშესახები შედეგები, რომლებიც ცვლიან ფაქტს?

ახლა კი გამოიყენე ტექნიკა: “სასწორი”

რა უფრო მტკივნეულია?

1. სტრესი, რომელსაც განიცდი მოცემულ მომენტში?
2. თუ ის, რომ შენი განვითარება შეწყდება?

პირადად ჩვემთვის ბევრად უფრო საშიში – განვითარებაში გაჩერებაა, ვიდრე მიმდინარე პრობლემები, რომლებიც, ასევე, უსიამოვნო და მტკივნეულია.

მიიღე გადაწყვეტილება, გააცნობიერე, დამშვიდდი.

იმოძრავე სიამოვნებით!

თვითდისციპლინა ათავისუფლებს!

შენთვის დრო სწრაფად გადის, თუ ნელა?

თუ მოგეწონა, გააზიარე

გიორგი თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment