გონება არ არის ინდივიდუალური, ეს არის კოლექტიური ფენომენი. თქვენი გონება და თქვენი შვილის გონება არ არის ორი გონება, – ერთია, ისინი სადღაც იკვეთებიან.
ფსიქოლოგიაში ამ კუთხით იმ აღმოჩენამდე მივიდნენ, რომ ბავშვები იმდენად აღქმადები და მიმღებნი არიან, (რადგან არიან უმანკოები და ძალიან ალალები.) შეუძლიათ იმ ადამიანის ფიქრის მიღება ვინც მათთან ახლოსაა. მაგ: თუ მამას სურს კლუბში წასვლა და დედას არა, მაგრამ ეს არ უთქვამს; რადგან შეიძლება თვითონაც კი არ იცოდეს, რომ არ სურს წასვლა, მაგრამ უცებ ბავშვი ცუდად ხდება, გულისრევის შეგრძნება აქვს. ფსიქოლოგები წააწყდნენ იმ ფაქტს, რომ ბავშვი ამით აჩვენებს დედის არაცნობიერს, რადგან თუ ბავშვი ავადაა, დედას უფლება აქვს არ წავიდეს.
ფსიქოანალიზის შედეგად თუ ოჯახში ვინმე ავადაა უნდა ვუმკურნალოთ კონკრეტულად არა იმ ერთ ადამიანს, არამედ მთელ ოჯახს, იმიტომ, რომ ავად არის არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მთელი ოჯახი. ადამიანი, რომელიც ავადმყოფობას ავლენს, მხოლოდ ყველაზე სუსტი რგოლია, მათ შორის. თუ ოჯახშია დედ-მამა და ოთხი შვილი, სულ ექვსი ადამიანი, მაშინ ოჯახში ყველაზე სუსტი გახდება ავად. არადა მთელი ოჯახი ნევროზულია, უბრალოდ დანარჩენები უფრო ძლიერები გამოდგნენ. თუ მას ოჯახიდან წაიყვანთ, ის კარგად იქნება. მაგრამ თუ ისევ დააბრუნებთ, კვლავ ავად გახდება. Რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს? ოჯახი უნდა განიკურნოს.
ოშო: სანამ არ მოკვდები
დისკუსია სუფიებზე
წყარო: Magno
ასევე გაეცანით „ჰო ოპო ნო პო ნო“ – სიტყვები რომლებიც სასწაულებს ახდენენ