fbpx

“ქართბოლი” – კულინარიული გატაცებით დაწყებული ბიზნესი

ავტორი დადუნა ნადარაია
355 ნახვა

დელიკატესების მწარმოებელი “ქართბოლი” და ბარბექიუ  მეთოდით შებოლილი უგემრიელესობები. გემო უნიკალურია, ისეთი, რომელიც პროდუქციის დაგემოვნების შემდეგ დიდხანს გემახსოვრება და მუდმივად შეგახსენებს თავს. კომპანია ექსპერიმენტებსაც არ ერიდება და მალე ციტრუსის გემოს შემოტანას და სხვადასხვა უნიკალურ  გემოებს  პირდება  მომხმარებელს.

თანამშრომლები ახალი გემოების შექმნაზე მუდმივად მუშაობენ, არც არის გასაკვირი, ეს ბიზნესი ხომ კულინარიული გატაცებით შეიქმნა. 

გიგი თუთბერიძე, ქართბოლის დამაარსებელი: “ქართბოლის” იდეა მოვიდა ჩემი კულინარიული გატაცებიდან. თავიდან მინდოდა ბარბექიუ რესტორნის გახსნა. ინტერნეტში, ამ თემაზე მასალების მოძიებისას დავინტერესდი  ვიდეოთი, სადაც ნაჩვენები იყო საწარმო, რომელიც ბარბექიუ მეთოდით შებოლილ ხორცს აწარმოებდა, მიმზიდველ შეფუთვაში აფასოებდა და მარკეტებში საცალო რეალიზაციას ახდენდა.

ამ ვიდეომ იმდენად დამაინტერესა რომ კონტაქტების მოძიება დავიწყე. მალევე მოვახერხე დაკავშირება ვიდეოში მოქმედ პირებთან. მერე კი ჩემს მეგობარ- პარტნიორთან ნიკა კერძაიასთან ერთად მათთან უკრაინაში გავემგზავრე. კიევში, დავათვალიერეთ საწარმო და მარკეტები , სადაც პროდუქციის რეალიზაციას ახდენდნენ და გადავწყვიტეთ, რომ რესტორანს ნამდვილად აჯობებდა საწარმოს შექმნა. შემდეგ იყო მოსამზადებელი პერიოდი, სახსრების მოძიება, ონლაინ რეჟიმში ტრენინგების ჩატარება ( უკრაინელი პარტნიორი გვიწევდა კონსულტაციებს ყველანაირი საკომუნიკაციო საშუალებებით, პანდემიის გამო ვერ ჩამოვიდა) და ასე შევქმენით “ქართბოლი”.

– რას სთავაზობს მომხმარებელს ქართბოლი?

– “ქართბოლი” მომხმარებელს სთავაზობს ბარბექიუ მეთოდით შეშაზე შებოლილ ხორცის დელიკატესებს. ამ ეტაპზე ასორტიმენტში გვაქვს 5 დასახელების პროდუქცია:

შებოლილი საქონლის ანტრეკოტი,

შებოლილი ღორის ნეკნები,

შებოლილი ღორის ჩალაღაჯი,

შებოლილი ღორის ბეკონი,

შებოლილი ქათმის ფილე.

ჩვენი საფირმო და უნიკალური პროდუქტია შებოლილი საქონლის  ანტრეკოტი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროდუქტს  მხოლოდ ჩვენი კომპანია აწარმოებს. იგეგმება ასორტიმენტის გაზრდა, უახლოეს მომავალში, მომხმარებელს შევთავაზებთ ჩვენი მეთოდით დამზადებულ ძეხვეულსაც.

ბარბექიუ მეთოდის  გამოყენებით, როგორ  ხდება ხორცის შებოლვა?

ბარბექიუ მეთოდი გულისხმობს ხორცის დამარინადებას (ზოგიერთი პროდუქტის დამარინადების პროცესი რამდენიმე დღესაც გრძელდება), და მხოლოდ ამ პროცესის გავლის შემდგომ ხდება ხორცის შებოლვა.

აღსანიშნავია, რომ სერიული მწარმოებლებისგან განსხვავებით ხორცის დამზადების პროცესი მთლიანად ბოლით მიმდინარეობს, ანუ ჩვენ არ ვხარშავთ ხორცს და მერე როგორც სერიული მწარმოებლები აძლევენ ბოლის ეფექტს, არამედ დასაწყისიდან დასასრულამდე ხორცის დამზადება-შებოლვის პროცესი მიმდინარეობს ბოლის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვბოლავთ მხოლოდ შეშაზე.

შესაბოლად ძირითადად ვიყენებთ რცხილის, წიფელის, მუხის, შეშას. ამ ეტაპზე მხოლოდ იშვითი და ქსკლუზიური შეკვეთებისთვის ვიყენებთ ხეხილის შეშასაც (ვაშლი, ალუბალი). ხეხილის შეშაზე შებოლვა განსაკუთრებით  ხორცს, ყველაზე მეტად კი საქონლის ხორცს უხდება.

 შებოლვის  შედეგად  ცხიმები  იწვება, ხორცი დამუშავების  შემდეგ კი მდიდარია  პროტეინებით, პროტეინები კი სასარგებლოა ჩვენი ჯამრთელობისთვის.

სამზარეულოში   გემოების შექმნა შემოქმედებითი პროცესია, როგორია “ქართბოლის”  გემო, რომელსაც  მომხმარებელს  სთავაზობთ?

უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი წარმოების განსხვავებულობა და უნიკალურობა იმაშია,  რომ  ვაწარმოებთ ასე ვთქვათ კულინარიულად. მთელ სულს და გულს ვდებთ ხორცის დამუშავებასა და მომზადებაში. ჩვენი პროდუქტი მზა კულინარიული კერძია. როდესაც ასეთი მიდგომით აკეთებ იმ საქმეს, რომელიც გიყვარს ამას ჯამში მომხმარებელიც გრძნობს და გიფასებს.

ხორცის დელიკატესები – ქართბოლი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment