fbpx

როგორ  ვიცხოვროთ  სტრესის გარეშე და ვიპოვოთ საკუთარი თავი – გათავისუფლდით ბლოკებისგან

ავტორი დადუნა ნადარაია
705 ნახვა

“სიცარიელეს განვიცდიდი, რადგან ვფიქრობდი, რომ გარშემომყოფებისთვის საჭირო არ ვიყავი. მუდმივად, ყველაფრით უკმაყოფილების განცდა მქონდა. ერთ დღესაც მივიღე გადაწყვეტილება რადიკალურად შემეცვალა ყველაფერი”- ამბობს მარინა კვატაია, მას დღეს ერთ-ერთ უძლიერეს მოტივატორად იცნობენ, კლინიკური ფსიქოლოგიის, ლაივ ქოუჩინგის და კუნდალინი იოგის, სერთიფიცირებული ექსპერტი უკვე წლებია სხვებს ასწავლის თუ როგორ იცხოვრონ სტრესის გარეშე.

დღევანდელ სამყაროში გადაღლილობა და უენერგიობა ბევრის ყოველდღიურობაა, რაც ადამიანზე უარყოფითად აისახება და ხშირ შემთხვევაში სტრესულ მდგომარეობამდეც მიჰყავს. სტრესი კი დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახის გართულებებს იწვევს.ბევრს ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა ძალიან უჭირს,  უფრო გაბედულები ცდილობენ საკუთარი ძალებით, ან პროფესიონალების ჩარევით დასძლიონ სტრესული მდგომარეობა და გათავისუფლდნენ იმ ნეგატიური რწმუნებულებებისგან, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ ცხოვრების ატრიბუტად ექცათ.

ამ სტატიის დაწერაც ერთ–ერთი გაბედული ადამიანის პოსტმა გადამაწყვტინა. „მთავარია იმოქმედო და გზა აუცილებლად გამოჩნდება, ცხოვრება შემსუბუქდება და სირთულეები გამარტივდება, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე მოკლე ხანში შევცვლიდი  და დავალაგებდი იმ ქაოსურ ყოფას, რომელშიც ვიყავი, მადლიერი ვარ,“– წერს ის.

მადლიერების ადრესატი მარინა კვატაიაა, რომელსაც  წლების წინ თავადვე მოუხდა რამდენიმე გამოწვევასთან „შებრძოლება“: სტრესის დაძლევა, პროფესიის შეცვლა, საკუთარი თავის და იმ საქმის პოვნა, რომელსაც დღეს სიყვარულით ემსახურება.

ქალბატონი მარინა უკვე 20 წელზე მეტია ბელგიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თუმცა, კავშირი საქართველოსთან არ გაუწყვეტია.  უფრო მეტიც, ონლაინ პროგრამების საშუალებით უამრავი ადამიანი ემადლიერება.

– ქალბატონო მარინა, როგორ იწყება თქვენი დილა ?

– ვიღვიძებ დადებითი ემოციებით, თუმცა, რადგან ადამიანები ვართ არ ვუარყოფ იმ ფაქტს რომ, მეც მაქვს ზოგჯერ მომენტი, როცა დილით უხასიათობა შემომეპარება, მაგრამ ვიცი, როგორ გავუმკლავდე ასეთ განწყობას და დღე ენერგიულად და პოზიტიურად დავიწყო. ჩემი ყოველი დღე იოგით და მედიტაციით იწყება, შემდეგ საუზმე ჩემი საყვარელი ოჯახისათვის, 9 საათისთვის კი სამუშაო მაგიდასთან ვზივარ და მუშაობას ვიწყებ.

– იქნებ გაიხსენოთ პერიოდი, როდესაც საკუთარ თავს ვერ პოულობდით და ეს ბედნიერების საშუალებას არ გაძლევდათ, რას გრძნობდით მაშინ?

– სიცარიელეს განვიცდიდი, რადგან ვფიქრობდი, რომ გარშემომყოფებისთვის საჭირო არ ვიყავი. მუდმივად, ყველაფრით უკმაყოფილობის განცდა მქონდა. ერთ დღესაც მივიღე გადაწყვეტილება რადიკალურად შემეცვალა ყველაფერი. 8 წლის განმავლობაში მაშინდელ ATMI ფარმაცევტულ კომპანიაში ვმუშაობდი, მადლიერი ვარ ამ კომპანიის, რადგან  იქ საშუალება მომცეს ჩემი პოტენციალი მაქსიმალურად გამომეყენებინა, როდესაც საკუთარი თავი ამოვწურე სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი ეს ნაბიჯი, ყველას ძალიან გაუკვირდა, რადგან მაღალი ხელფასი და კარგი სამსახური მქონდა და თითქმის ყველაფერს, ასე ვთვქვათ მორგებული ვიყავი… და აი უცებ, ამ ყველაფერზე უარს ამბობ და მიდიხარ იქ, სადაც ჯერ არაფერი იცი. წინააღმდეგობა  დიდი იყო, ბევრს არ სჯეროდა რომ ამ სფეროში წარმატებას მივაღწევდი. თუმცა, ჩემს შვილებს ყოველთვის სწამდათ ჩემი. ეს მაძლიერებდა… პირველი კლიენტი, როდესაც მივიღე სიხარულისაგან ყველანი უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით.

დღეს კი ამ თქვენი გადაწყვეტილების დამსახურებით პრობლემის გადაჭრაში  ბევრს ეხმარებით. შეგიძლიათ კონკრეტულად გვითხრათ იმ პროექტის შესახებ, რომლის მონაწილეებიც სტრესისგან თავისუფლდებიან, ჯანსაღ ცხოვრებას იწყებენ და ბედნიერად აგრძელებენ სვლას მიზნებისკენ?

–  ეს არის მოკლე და ძალიან ეფექტური 14 დღიანი ონლაინ პროგრამა, რომელიც მე, ჩემი და ჩემი მასწავლებლების გამოცდილებით შევქმენი. იმდენად შემიყვარდა, რომ  ბელგიაში, მისი ანალოგი უნდა შევქმნა ოფლაინ ტრენინგით. აქ მთავარი რეგულარულობა და ვარჯიშებისა და ტექნიკების შესრულებაა და შედეგი არ აგვიანებს, ყველაზე სკეპტიკური ადამიანებიც კი დაგვირწმუნებია, რომ შეუძლებელი არაფერია. თუ როგორ იცვლებიან ამ პროექტის მონაწილეები, ყველაზე მეტად  იმ გამოხმაურებებით და უკუკავშირით  ჩანს რასაც ისინი გვიზიარებენ. მათ უკეთესად სძინავთ,  ხალისით იღვიძებენ, სწავლობენ საკუთარი საზღვრების დაცვას, მარტივად აგვარებენ წონის პრობლემას, თავისუფლდებიან ნეგატიური რწმუნებულებებისგან და ენერგიულები და ბედნიერები არიან.

–  „რა განიჭებთ ბედნიერებას და რა გაძლევთ ბედნიერად ცხოვრების საშუალებას?

– ბედნიერებისთვის ურთულესი გზის გავლა არ არის საჭირო, უბრალოდ გადაწვეტილება უნდა მიიღო, რომ გინდა იყო ბედნიერი და გინდა ამ საკითხზე იმუშაო. მე ბედნიერებას ჩემი კლიენტების დადებითი შედეგები მანიჭებს, ასევე ფინჯანი ყავა, შავი შოკოლადი, ჩემს მეუღლესთან ერთად გატარებული დრო, ჩემი შვილები, მათი ჩახუტება საღამოს, ძილის წინ,  ჩემი ქალაქის “sky” ბარში საყვარელი ადამიანების გარემოცვაში წითელი ღვინის დაგემოვნება… ჯაზი, სტეპში მოზუზუზნე ქარი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ბედნიერი სახეები ჩემს გარშემო…

– მინდა იოგაზეც გკითხოთ, როგორც ვიცი იოგა ადამიანური ბუნების სხვადასხვა ელემენტების – ფიზიკურისა თუ ფსიქიკურის გაკონტროლებით სრულყოფის მიღწევის საშუალებაა. რამდენად შეუძლია ადამიანს მიაღწიოს ასეთ შედეგს და შემდგომ შეინარჩუნოს იგი.

–იოგა ეს არის სკულპტორი, რომელიც ადამიანის სხეულს და ფსიქოლოგიას დღითი დღე ხვეწს და სრულყოფილებამდე მიჰყავს. ჩემი პროექტების საშუალებით შესაძლებელია იოგა გააგრძელო, რადგან ვარჯიშები რჩება დახურულ ჯგუფში და გარდა ამისა მეც პროექტის დამთავრების შემდეგ სიამოვნებით ვაგრძელებ ჩემს კლიენეტებთან ურთიერთობას და ვაძლევ მათ მოტივაციას, რომ ვარჯიშები კვლავ შეასრულონ.

–  „რაც არ უნდა ბრძნული ლექცია მოისმინოთ ფიტნესზე, ვარჯიში მაინც თქვენ მოგიწევთ „– ეს ფრაზა ამონარიდია თქვენი პოსტიდან. მინდა გკითხოთ, რამდენად სასიამოვნოა მსგავსი ტიპის ვარჯიში და დამწყებთათვის ხომ არ წარმოადგენს სირთულეს?

–  პროექტის დაწყების წინ ყოველთვის გვაქვს გამახურებელი ვარჯიშების სერია და თუ ჩემს ინსტრუქციას შეასრულებენ სირთულეს არ წარმოადგენს.

იოგის და სხვა პრაქტიკების მნიშვნელობა და მიზანი არის, რომ ბედნიერება და სიხარული შეგაგრძნობინოთ აქ და ამჟამად, რა თქმა უნდა, თუ ენერგია დაბალანსებულია და სწორად მიედინება ენერგეტიკულ ცენტრებში.

– როგორც ვიცი თქვენ ენერგრტიკულ ცენტრებზეც მუშაობთ, რამდენად დიდ გავლენას ახდენენ ჩაკრები ადამიანის ცხოვრებაზე?

– ჩვენი ორგანიზმი სავსეა ენერგეტიკული ცენტრებით – ჩაკრებით. ორგანიზმში დაახლოებით 114 ჩაკრაა, მათ შორის 7 ძირითადი და მნიშვნელოვანი. ისინი ხერხემლის სვეტის გასწვრივ არიან განლაგებულნი. ჩაკრების გავლენა ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე მეცნიერულად არის დამტკიცებული. ნებისმიერი მათგანის დაზიანება ან უმოქმედობა იწვევს არა მარტო ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ პრობლემებს.

ჩაკრა არეგულირებს ადამიანის ენერგიას, თუ რა გამოცდილება აქვს ადამიანს მიღებული ეს ყველაფერი ამ 7 ენერგეტიკული ცენტრის დონეზე ილექება. ამიტომ ყველა ჩაკრა უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას და არ უნდა იყოს დაბლოკილი.

თუ ჩაკრა არის დაბინძურებული და დაბლოკილი ენერგია ისეთი სიხშირით ვერ გადაეცემა ადამიანს. რაც ვლინდება ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფუნქციონალური დარღვევის, ანუ დაავადების სახით.

ამ შემთხვევაში საჭიროა ენერგეტიკული ცენტრების დაბალანსება და ბლოკების მოხსნა, რომ ენერგიამ თავისუფლად იმოძრაოს ჩაკრებში.

– არის  თუ არა სპეციალური ვარჯიშები და მედიტაციები, რომლითაც ამ ბლოკების მოხსნა შეიძლება?

–ჩვენს გარშემო ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია ენერგიით. მედიტაციის დროს, როდესაც საკუთარ თავს ვუღრმავდებით განსაკუთრებულად შევიგრძნობთ ამ ენერგიას. ამიტომ ამ შემთხვევაში მედიტაცია ძალიან გვეხმარება.

არ არის საჭირო საათნახევარიანი პრაქტიკა შეასრულო, ხანდახან ელემენტარული ჩასუნთქვა ამოსუნთქვა საკმარისია რომ ეს ბლოკი გაიხსნას და ენერგია სწორად ამოქმედდეს. მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება ეს, რადგან სწრაფი ტემპი შემოვიდა ცხოვრების…

მთავარია იცოდე როგორ უნდა ისუნთქო სწორად, რაც ადამიანთა უმეტესობამ სამწუხაროდ არ იცის. ანუ ვიწყებთ ჯანმრთელი სწორი სუნთქვით, ეს არის მუცლის სუნთქვა.

ჰაერი ისე უნდა ჩაისუნთქოთ, რომ იგრძნოთ მუცელი როგორ გამოვიდა წინ. ამოსუნთქვისას ჰაერი იმდენად უნდა გამოვიდეს, რომ  მუცლის კიდე ხერხემალს მიეკრას. მნიშვნელოვანია დღეში დაახლოებით ორ–სამჯერ ასეთი სახით ვისუნთქოთ. შემდეგ როდესაც ჩვევაში გადავა, არ დაგჭირდებათ ასე დაკვირვება.

5-ჯერ ღრმად ჩაისუნთქე და მშვიდად ამოისუნთქე,
დააფიქსირე შენი

✅ სხეული – როგორც მთა ძლიერი და მშვიდი,

✅ სუნთქვა – უკიდეგანო როგორც ოკეანე,

✅ სული – თავისუფალი და ნათელი როგორც ჰაერი.

სასურველია, ყოველთვის პირველი ცენტრიდან დავიწყოთ მუშაობა. როცა ეს ცენტრი კარგად იწყებს მუშაობას ის სხვასაც სწორად გადასცემს ენერგიას და ბიძგს აძლევს დანარჩენ ექვსს.

თუ როგორ უნდა დაბალანსდნენ ენერგეტიკული ცენტრები და სხვა რა სამუშაო არის ამისთვის საჭირო, ტრენინგზე დეტალურად გავდივართ.

–რა ხდება მაშინ, როდესაც შვიდივე ცენტრი კარგად მუშაოს?

– შვიდივე ცენტრის ურთიერთშეთანხმებულად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც შვიდივე ჩაკრა კარგად მუშაობს ადამიანი შესანიშნავად გრძნობს თავს. არის წარმატებული, აქვს ძალიან კარგი ურთიერთობები გარშემომყოფეთან, არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

–თქვენს ფეისბუკ რევიუში გიწერიათ მომხმარებლის გამოხმაურება, რომელმაც მიიპყრო ჩემი ყურადღება. აღმოჩნდა, რომ თქვენ ბალანსირებულად ფლობთ ქალის 4 ტიპს საკუთარ თავში, გაგვიზიარეთ ეს გამოცდილება, ქალბატონებისთვის ამის მოსმენა ძალიან საინტერესო იქნება.

–ქალის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია  საზოგადოებისთვის, ეს ბავშობიდანვე ვიცოდი და ძალიან მინდოდა ძლიერი, ლამაზი, ჰაეროვანი და ამავდროულად წყალივით მოქნილი ვყოფილვიყავი. ბოლომდე ვერ ვიაზრებდი ეს რა იყო, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მქონდა. როდესაც კუნდალინი იოგის მასწავლებლებს, სვეტლანა შიმანს, გუდელე ლეისენს, სანგეტა ვანდერველდეს შევხდი, მივხდი, ესენი სწორედ ის ქალები იყვნენ, რომელებიც თავის თავში ქალის 4 სტიქიას აბალანსებდნენ.

ქალი მიწა – დედა, დიასახლისი, მშვიდი, ბრძენი ბუნების მქონე ქალბატონი. გაწონასწორებული და გამგებიანი.მას უყვარს ყველა, განსაკუთრებით კი ბავშვები.

ქალი წყლის სტიქია– პრინცესა. რბილი, ემოციური, კაპრიზული, ნაზი, დრამატული, რომანტიკული, შორსმჭვრეტი და ბრძენი.

ქალი ჰაერი – ეს არის ქალი დედოფალი, ქალი ვეფხვი მას წინ ვერეფარი ვერ აღუდგება, ეს არის კარიერისტი ქალი, მისი გონების მამაკეცებს ცოტა ეშინიათ.

ქალი ცეცხლი – აქტიური, ვნებიანი, სექსუალური, კონტაქტშია თავის სხეულთან და მუდამ ფორმაში იმყოფება. შემოქმედი, ამყოლი …

თუ ენერგეტიკული ცენტრების მიხედვით განვიხილავთ

ქალი მიწა ეს პირველი ენერგეტიკული ცენტრი ანუ ჩაკრა, ფერი წითელი.

ქალი წყლის სტიქია ეს მეოთხე და ნაწილობრივ მეხუთე ენერგეტიკული ცენტრია, ფერი მწვანე და ცისფერი.

ქალი ცეცეხლი მეორე ენერგეტიკული ცენტრი. ფერი – ფორთოხლის ფერი.

ოთხივე ტიპი ძალიან კარგია, როდესაც ისინი ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან, ანუ ერთი ქალი ოთხივე ტიპს მოიცავს. მან უნდა ისწავლოს სწრაფად გადართვა ერთი ტიპიდან მეორეზე, ამისთვის არის სპეციალური ტექნიკები, რის დაუფლების შედეგადაც ეს უკვე ავტომატურად ხდება.

როდესაც მამაკაცი ასეთ ქალს ხვდება ის მისთვის საბედისწეროა, მას აღმერთებენ… ის აბედნიერებს გარშემომყოფებს და პირველ რიგში საკუთარ თავს.

ქალი საუკეთესო მდგომარეობაშია და ადვილად გადაერთვება ერთი ტიპიდან მეორეზე, როდესაც მას არა აქვს სტრესი. სტრესი განაპირობებს ენერგიის დისბალანს. ამიტომ ქალი ყველანაირად უნდა ცდილობდეს აარიდოს თავი სტრესს და საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოს.

როგორ? ამას მე უკვე ჩემს ტრენინგებზე ვასწავლი, მინდა ვთქვა რომ ეს არის საოცრად საინტერესო და ამავდროულად სასიამოვნო პროცესი.

იმდენი საჭირო ინფორმაცია მოვისმინე, მეც გადავწყვიტე თქვენს პროექტში ჩართვა.  

– სასიამოვნოა თქვენი სურვილი… აქ რეგულარულობა, პატარა და მტკიცე ნაბიჯები მნიშვნელოვანია. მოემზადეთ ღრმა მუშაობისათვის საკუთარ თავზე.

ამ პროექტის საშუალებით ძალიან ბევრ რამეს გააცნობიერებ და სიხარულით შეცვლი შენს ცხოვრებას, რადგან ხვდები, რომ სხვაგვარად ცხოვრება აღარ გინდა, გინდა სიახლე, ბედნიერება და სიხარულის ყოველდღიური შეგრძნება.

დადუნა ნადარაია

Lotusi

https://jolo.ge/gatavisupldi-stresisgan-da-datkbii-cxovrebit/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment