84
სადისტრიბუციო კომპანია შპს “3G – Georgian Global Group”-ი კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის, „РУНА“-ას ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ბრენდი საქართველოს მომხმარებელს სთავაზობს 3 სახეობის კეტჩუპს, 2 სახეობის მაიონეზს და ტომატის პასტა. პროდუქცია დამზადებულია საუკეთესო ინგრედიენტების გამოყენებით და ხერსონის ოლქის განთქმული პომიდვრით. როგორც კომპანიის წარმომადგენლები გვიდასტურებენ, იგეგმება ფართო მასშტაბიანი სარეკლამო კომპანია, ტელევიზიით და ფეისბუქის საშუალებით, შეიქმნება ფეისბუქ გვერდი РУНА საქართველო, სადაც აისახება ბრენდის ყველა აქტივობა, კრეატიული და ვირუსული კონტენტი.