fbpx

ვაქციოთ ეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს წესად

ავტორი ჟოლო
553 ნახვა

„შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიო არმიის შემოტევას, მაგრამ არ შეიძლება წინ აღუდგე იდეების შემოტევას“ -ვიქტორ ჰიუგო.

თანამედროვე სამყაროში გაჩაღებულია იდეების ომი. მსოფლიო, ეს არის პოლიტიკური იდეების, რელიგიური იდეების, მარკეტინგული იდეების, სარეკლამო იდეების, ბიზნეს იდეების, სოციალური იდეების, ფილოსოფიური იდეების ბრძოლის ველი.

მაგრამ მე გთავაზობთ მივაქციოთ ყურადღება ზე-იდეას – ყოველდღე განვავითაროთ ჩვენი ინტელექტი, ყოველი დღე მივუძღვნათ ჩვენი სულიერების, ჯანმრთელობის, ოპტიმიზმის, გენიალობის განვითარებას.

მე გთავაზობთ დღეს გავხდეთ ახალი დროის ენერგია, რათა ვაჩუქოთ სამყაროს ახალი იდეა: ვისწავლოთ სიამოვნების მიღება ჩვენი ტალანტების, თავდაჯერებულობის, ინტელექტის, ჯანმრთელობის ყოველდღიური განვითარებისგან და გულუხვად გავუნაწილოთ ჩვენი ბედნიერება და სიმდიდრე მთელ სამყაროს.

ამისთვის კი საჭიროა დღეიდან ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი წამი მივუძღვნათ თავი საკუთარი სულის, გენიის, ინტელექტის განვითარებას და სრულყოფას.

ვაქციოთ ეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს წესად და ადრე თუ გვიან, აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით – ხვიჩა მებონია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment