fbpx

მე მაქვს ოცნება

ავტორი ჟოლო
56 ნახვა

მინდა ჩემი ოცნება საიდუმლოდ გავუზიარო  მთელ სამყაროს! ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემს გვერდით ჭკვიანი, საინტერესო, კეთილი, პოზიტიური ადამიანები ცხოვრობდნენ, ან მე ვცხოვრობდე მათ გვერდით, ეს სულერთია. ჩემი სული სინათლისაკენ მიილტვის და ცდილობს თავი დააღწიოს ამ რუხ, მოსაწყენ, ყალბი და მახინჯი ფასეულობებით სავსე სამყაროს.

უკვე დიდი ხანია, მრავალ ქვეყანაში, სახლებს  დაცულ ტერიტორიებზე ვყიდულობ და ჩემს გვერდით სრულიად განსხვავებული მეზობლები ცხოვრობენ. ჩვენ სერთო ინტერესები არ გაგვაჩნია, ისინი უბრალოდ მდიდარი ადამიანები არიან. მე კი ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემს გვერდით არა მარტო მდიდარი, არამედ ჭკვიანი, ბედნიერი და უზომოდ საინტერესო თანამოაზრეები ცხოვრობდნენ. მე ვოცნებობ იმაზე, რომ თითოულ ჩვენთაგანს საკუთარი ტერიტორია,  სივრცე, საკუთარი სამყარო და  ქონება  ჰქონდეს. ამასთან, თითოეულს,  სურვილიდან გამომდინარე შეეძლოს ჩაჯდეს საკუთარ ელექტრომობილზე, ჩაიქროლოს აყვავებულ გზებზე და რამოდენიმე წუთში მეგობრებისა და თანამზრახველების წრეში აღმოჩნდეს.

 

მსოფლიოში პირველი ბედნიერების ქალაქი!

ახლა კი, ძვირფასო მეგობარო, მთელი ძალით აამუშავე წარმოსახვა. ჩვენ ერთად დროის მანქანით ახლო მომავალში გადავინაცვლებთ. მე დიდი სიამოვნებით და სიამაყით წარვუძღვები ექსკურსიას ჩვენს, მსოფლიოში პირველ  ბედნიერებისა და მეგობრობის ქალაქში.

ჩვენი მზიური ქალაქის გაცნობა ლამაზი პარკიდან დავიწყოთ.    

პარკი სრულიად სხვადასხვა სახის ლამაზი ხეივნებით არის დამშვენებული. მხოლოდ რამდენიმე მათგანს ვეწვიოთ, რადგან  კიდევ ბევრი რამის ნახავა უნდა მოვასწროთ.

ფართო მზიანი გამზირის  ორივე მხრიდან პირველი კედრები გვესალმებიან. ფეხქვეშ კეთილშობილი გრანიტის ნაფხვენს ვგრძნობთ. ვისუნთქავთ საოცარ ჰაერს-იმდენად გემრიელს, არომატულს და სქელს, რომ მისი კოვზით შეჭმა მოგინდება! მასში იმდენი მაცოცხლებელი ჟანგბადია, რომ მსუბუქ თავბრუსხვევასაც კი  ვგრძნობ.

მარჯვენა მხარეს, კედრების ჭალის სიღრმეში იაპონური სტილის ჩაის სახლი მოჩანს. ჩვენს პარკში 12 ასეთი საჯარო მომსახურების ჩაისა და ყავის სახლია. თუ  სტუმრები გეწვიათ და მათთან ერთად განმარტოება გსურთ, საკმარისია კომპიუტერში გახსნათ გვერდი, რომელზეც მაშინათვე გაჩნდება ყველა სახლი. შეგიძლიათ აირჩიოთ თავისუფალი და კლავიშზე ხელის დაჭერით თქვენთვის დაბრონოთ. ამ სახლების დასუფთავებას სპეციალური სამსახური ახორციელებს. ეს ხალხი იმასაც ადევნებს თვალყურს, რომ იქ საოცარი გემოს ჩაი და არომატული ყავა არ გამოილიოს. ისინი ავსებენ ამ სახლებს ახალი არომატული ნუგბარითაც.

თუ  ნათესავები ან მეგობრები გეწვიათ,  ჩასვით ისინი ელექტრომობილში და პარკის საყვარელ კუთხეში წინასწარ დაბრონილ ჩაის სახლში,  რამოდენიმე წუთში დატკბებით არომატული ჩაით, არაჩვეულებრივად გემრიელი და  მრავალფეროვანი ნუგბარითა და თბილი საუბრით.

იქნებ,  განმარტოება და სიჩუმით დატკბობა გსურთ იმისათვის, რომ ტრიუმფალური გამოსვლისათვის მოემზადოთ, რადგან ამერიკიდან ოციათასიანმა გუნდმა ღია სემინარზე მიგიწვიათ. ძალიან ბევრი მინდა გესაუბროთ გემრიელ ნუგბარზე, ახლად დაწურულ წვენზე, ფეხებქვეშ მოჭრაჭუნე ქვებზე, მაგრამ არ მინდა შეგაყოვნოთ — წინ კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი გველოდება.

ვუხვევთ მარჯვნივ — და აი, ჩვენ უკვე გარგარის ხეივანში ვართ. აქ ენით აუწერელი არომატი ტრიალებს! მთელი ხეივანი მოყვავილე  ხეების მოთეთრო-მოვარდისფრო ფოთლებით არის დაფარული. ვუახლოვდებით ჩვენს სიამაყეს. ეს  საოცარი სილამაზის სამსართულიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ოცდაათი ექსკლუზიური ნომრით, აგებულია არტ-დეკოს სტილში.

ამ სასტუმროში ჩემი და თქვენი მოწვევით პლანეტის ყველაზე ჭკვიანი, გენიალური სწავლულები და ოსტატები ჩამოდიან. საღამოობით მათთან ერთად   საკონფერენციო დარბაზში ვიკრიბებით და ვსაუბრობთ.

ისინი  კითხვებზე გვპასუხობენ, ვსწავლობთ მათგან, მათ გენიას  და სიბრძნეს ვეზიარებით.  ჩვენს გვერდით კი ჩვენი შვილები და შვილიშვილები ზიან. მათ ბევრი რამ არ ესმით, მაგრამ გულით გრძნობენ სიბრძნეს. სტუმრებს ჩვენთან მოსვლა და თავიანთი სიბრძნის გაზიარება რომ უნდოდეთ,  არა მარტო დიდ ჰონორარს ვუხდით, არამედ გულწრფელ პატივისცემასა და მადლიერებასაც  გამოვხატავთ.

ჩვენს სასტუმროში მათ დასასვენებლად ფანტასტიური პირობებია შექმნილი. აუზისა და ზღვის წყლის გარდა მას შვიდი მრავალფეროვანი აბანო გააჩნია, მასაჟის ყველა სახითა და  სასიამოვნო პროცედურებით, რისი წარმოდგენაც წარმოსახვას შეუძლია.

ჩვენ ვაგრძელებთ მოგზაურობას ჩვენს პარკში. გაგრგარის ხეივანს შევყავართ ცენტრალურ, უზარმაზარ ნახევარ სფეროს მსგავს ყვავილოვან საწოლში, საიდანაც  წრიული ბილიკით სხივებივით იშლება ხუთი ულამაზესი ხეივანი.

ცაცხვის წყნარი ხეივანისაკენ გადავუხვიეთ, რომელსაც კიდევ ერთ, ჩვენთვის საყვარელ ადგილას მივყავართ — ეს არის უზარმაზარი სპორტული კომპლექსი ორმოცდაათმეტრიანი ღია და დახურული სპორტული აუზით,  კუს ფორმის უზარმაზარი მოყვითალო-მოყავისფრო საბავშვო აუზით.

პირველი სპა-ცენტრი, რომელიც შეგვხვადა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სტუმრებისთვისაა  განკუთვნილი. აქ უამრავი გასართობი და სავარჯიშო მოედანია.  მათ შორის, ტენისის მოყვარულებისათვისაც არის ღია და დახურული კორტები.

ჩვენი გამაჯანსაღებელი სპორტული გვირგვინის მოელვარე ბრილიანტად ნამდვილი დოჯო (იაპონური საბრძოლო ხელოვნება) გვევლინება. სანამ იქ, ჯანმრთელობისა და სულიერების ტაძარში შევაბიჯებდეთ, თითოეული ჩვენთაგანი ტრადიციის მიხედვით პატივისცემის გამომხატველ თავისდაკვრას ასრულებს. დოჯოს დარბაზის იატაკი იაპონელი ოსტატების  გაკეთებულია. ლამაზი, გარდამავალი თბილი ფერებით შესრულებულ ხის იატაკი ისეა დაგებული, რომ თვალი მათი შეერთების ადგილს ვერც ამჩნევს. სახურავი მინისაგან არის გაკეთებული.  ენერგეტიკა და ტრადიციის სული სრულყოფილად ავსებს ჰაერის თითოეულ ატომს. ჩვენ ფიზიკურად  ვგრძნობთ ამ შესანიშნავ ენერგიას. როცა შიგნით ვართ გვესმის, როგორ ლაპარაკობენ ვარსკვლავები. დოჯოზე უბრალოდ შეიძლება  დადგე  და გაჩუმდე- უკვე ხვდები, რომ  უფრო ძლიერი და უკეთესი გახდი.

მაგრამ ამ ტაძარში დიდხანს ყოფნა არ შეიძლება, რადგან სწორედ ახლა ოიამას ერთ-ერთი  საყვარელი მოწაფე, ბატონი ოიშა,  ჩვენს შვილებთან და შვილიშვილებთან საოცარ მასტერ-კლასს ატარებს. ხელი რომ არ შევუშალოთ მას და ყურადღება არ გავუფანტოთ ჩვენს პატარებს, გზას ვაგრძელებთ.

ადამიანის ზებუნებრივი თვისებების სფეროში ბოლო აღმოჩენებზე საუბრით, შეუმჩნევლად ვუახლოვდებით ხუთსართულიან საერთო საცხოვრებელს, რომელშიც ერთდროულად  ხუთასი მოსწავლე-გამარჯვებული ცხოვრობს მთელი მსოფლიოდან. ,, ლიდერის ზებუნებრივი  შესაძლებლობების“, როგორც ყველაზე ეფექტური საგანმანათლებლო სისტემის  ჩატარების ტრადიცია, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მაგრამ ყველაზე საპატიო ადგილი, სადაც მოხვედრას მთელი მსოფლიოს საუკეთესო ფაკულტეტების შემქმნელი ლიდერები ცდილობენ, რა თქმა უნდა ჩვენი ქალაქია!

იმისათვის, რომ ჩვენს მზიურ, ნამდვილი ბედნიერების ქალაქში ჩვენთან ერთად დაუვიწყარი, გრანდიოზული დღეები გაატარონ,  მეგობრულ შეჯიბრებებში გამარჯვებული ჩვენი ლიდერები, პიროვნული ზრდის ნამდვილ საოცრებას ახდენენ.

საერთო საცხოვრებლიდან ორმოცდაათ მეტრში განთავსებულია აკადემიური სასწავლო კომპლექსი, რომლის ნათელი მზიანი აუდიტორიები ძმობისა და ზეშესაძლებლობების გახსნის სულით არის გაჟღენთილი. ნათელი აუდიტორია  იმდენად არაჩვეულებრივად და ჭკვიანურად არის  გაფორმებული, რომ თითოეულ გამარჯვებულს თან,  უამრავი სამახსოვრო ნივთებისა და ლეგენდარული ფოტოების ფონზე, გადაღებული ასობით  ფოტოსურათი  მიაქვს. სასწავლო ცენტრის გარშემო ტერიტორია ერთი მხრივ  მედიტაციის უძველეს ცენტრს, ხოლო მეორეს მხრივ — სპეციალური საბრძოლო ძალების მოსამზადებელ პოლიგონს გვაგონებს. ყველაფერი არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე, უნიკალური და უსასრულოდ ეფექტურია. მომზადების ცენტრზე არაერთი წიგნის დაწერა შეიძლება, რასაც სიხარულით ასრულებენ ჩვენი ოსტატები და სტუდენტები.  მის შესახებ ასობით დოკუმენტური ფილმია გადაღებული. ზუსტად  ცენტრში ოცდაათი ონლაინ-სტუდიაა, საიდანაც გამარჯვებულები გაკვეთილებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით  ატარებენ. როგორი სურვილიც არ უნდა გვქონდეს დავრჩეთ ამ მომაჯადოებელ ადგილზე, მაინც წინ მივდივართ.

ჩვენი ბედნიერი ადამიანების ქალაქში ყველა ელექტრომობილითა და ველოსიპედით დადის. დავდივართ ლამაზ, ფართო, კვიპაროსის ხეივანში და ღიმილით ვესალმებით მეგობრებს. ზოგიერთი მათგანი ჩვენსავით სეირნობს, ზოგი  დარბის, ზოგიც  იოგით არის დაკავებული.

ჩვენ კი მივუახლოვდით მსოფლიოში ყველაზე დიდ და ყველაზე ლამაზ საბავშვო მოედანს. ნანო-ტექნიკის უახლოესი მიღწევების გამოყენებით შექმნილ სათამაშოებსა და ატრაქციონს. ჩვენს ინტერაქტიულ და მხიარულ საბავშვო მოედანს, მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს — ძნელია იქიდან ბავშვების გაყვანა. რადგან, იმდენად ბედნიერები არიან, იმდენად საინტერესოა იქ ყველაფერი, რომ სადილისთვის მათი იქიდან წაყვანა, მართლად დიდ პრობლემას წარმოადგენს. მაგრამ დაე, ამაზე მეტი პრობლემა ჩვენს ბედნიერების ქალაქს არ მისცემოდეს!

ახლა კი ვუახლოვდებით ჩვენი ნათელი, ბრძენი ქალაქის მშობლებისა და ბებიებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს! გეტყვით, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიამაყე,  რადგან საუბარი ჩვენს მომავალს ეხება.  ვუახლოვდებით საოცარი სილამაზის, ყვავილებში  და ხეებში ჩაფლულ ადგილს. აქ არის სკოლა და საბავშვო ბაღი. ახლა რასაც ვხედავთ, რა თქმა უნდა, ის სკოლა კი არ არის, რასაც  ჩვეულებრივი გაგებით ვგულისხმობთ. ამ სკოლაში სრულიად სხვა დონეა, სხვა სიმაღლის პედაგოგიკა,  სხვა სიკეთესა და სითბოზე, ბავშვებისადმი სხვა სიყვარულზეა საუბარი.

თანხისა და სხვა საშუალებების დაუზოგავად მსოფლიოს ყველაზე  ნიჭიერი, ცნობილი პედაგოგების მოწვევა შევძელით. თითოეულ მათგანს პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ულამაზესი კოტეჯები ავუშენეთ. უფრო სწორედ ვილები,რადგან მთელ მსოფლიოში არავინ აფასებს ბავშვებს და მათ პედაგოგებს, როგორც ჩვენ.  ჩვენს სკოლაში არ არის ჩვეულებრივი კლასები. აქ მათ ნაცვლად საინტერესოდ და ჰარმონიულად ორგანიზებული სივრცეა, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები  თავიანთი ზებუნებრივი ძალების განვითარებას შემოქმედებით, მეგობრულ და თანამშრომლობის გარემოში სწავლობენ.  ამაზე უფრო კეთილშობილი,  ჭკვიანი და ნათელი სასწავლო დაწესებულება მსოფლიოში  არ არსებობს. გაგვიმართლა, რადგან შევძელით, რომ   მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილი, ენთუზიასტი, ჭკვიანი მასწავლებლები შეგვეკრიბა.  ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით, რომ ცოდნა გულიდან გულს გადაეცემა.  ასე რომ,   შევძელით ბავშვებისათვის  მსოფლიოში ყველაზე დიდი  საჩუქარი და უპირატესობა  მიგვერთმია.

საბავშვო ბაღი, თუ შეიძლება მას კვლავ ასე ვუწოდოთ,  უფრო ადრეული განვითარების სპორტულ სათამაშო ცენტრს მოგვაგონებს მომავლის ფილმიდან. მშობელთა რაოდენობა, რომლებიც  შვილების ჩვენს სკოლაში მოხვედრაზე ოცნებობენ  გაცილებით მეტია, ვიდრე  სკოლას შეუძლია მათი  მიღება.  ამიტომ, ბუნებრივია, პრიორიტეტი გამარჯვებულთა აკადემიის ლიდერებს ენიჭებათ.

დღეს უკვე აღარავის ახსოვს ის დრო, როცა არც ისე შორეული, არც ისე ჭკვიანი ადამიანები  გიჟებად,  გამოუსწორებელ იდეალისტებად  ან რომანტიკოსებად   გვთვლიდა და  ცდილობდა  უარი გვეთქვა ჩვენს იდეებზე.

დღეს კი, როცა ჩვენმა ლიდერებმა ფაკულტეტები და კათედრები შექმნეს და წელიწადში ათობით და ასობით მილიონ დოლარებს გამოიმუშავებენ,  უბრალოდ  შურთ და განცვიფრებული არიან ჩვენი ბედნიერი ცხოვრების მიღწევებით.

მაგრამ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, რადგან სწორედ ჩვენ ვაჩუქეთ კაცობრიობას ახალი ეპოქა, განმანათლებლობისა და ამაღლებული ცნობიერების ეპოქა.

ასორმოცდაათი მეტრის გავლის შემდეგ, პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო ჰოსპიტალში აღმოვჩნდით, ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობით,  კომპეტენტური და კეთილი ექიმებით.  შიგნით არ შევდივართ, რადგან დიდხანს მოგვიწევს გამოცვლა და სუფთა და სტერილური ტანსაცმლის ჩაცმა. ამიტომ ვაგრძელებთ ექსკურსიას.

გვერდს ვუვლით დიდ ასაფრენ მოედანს და მივდივართ დახურული, უბრალოდ, ენით  აუწერელი სილამაზის დარბაზისაკენ.  ის მთლიანად მინისა და ფოლადისაგან არის დამზადებული.  მფრინავი ობიექტები მასში ისე ირეკლება, როგორც  ცაში მოლივლივე  ღრუბლები. მის უკან მოჩანს  ფეხბურთის მოედანი.  ალუბლის ხეივნის გავლით ვუახლოვდებით საცხოვრებელ რაიონს, რომელიც შემოსაზღვრული არ არის, რადგან აქ. არც სულელები ცხოვრობენ და არც ავი ძაღლები ჰყავთ. იმიტომ, რომ ამ საოცარ მრავალფეროვან კოტეჯებში კეთილი, ბრძენი გამარჯვებულები ცხოვრობენ.

ამ ადგილას ძვირფასო მეგობარო, კიდევ ერთხელ გთხოვ  მთელი შენი ფანტაზიის  ამოქმედებას,  რადგან უახლოვდები შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს… შენს საკუთარ საცხოვრებელ სახლს,  შენს  თბილ, მყუდრო   ბუდეს.

ეს არის სახლი, რომელზედაც მთელი ცხოვრება ოცნებობდი. ეს უმშვენიერესი და კომფორტული  სახლია ადგილი, სადაც  შენი ოჯახი ცხოვრობს და სადაც შენ თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობ.  შენ დაიმსახურე ასეთი ცხოვრება, რადგან  ეს არის კაცობრიობის მადლიერების ქვიშის მარცვალი თქვენს მიერ ჩადენილი დიდი საქმეებისათვის, რასაც თქვენ მიაღწიეთ თქვენი შესანიშნავი მოსწავლეების  ანთებული კეთილშობილი  გულებით, რადგან თქვენ მათთან ერთად უსაზღვრო რწმენით, შრომის მოყვარეობითა და ერთგულებით  შეძელით და შეცვალეთ სამყარო.

ავტორი: ხვიჩა მებონია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment