fbpx

მთავარი ისაა, რა ხდება თქვენს ცნობიერებაში…

ავტორი Ann
55 ნახვა

ერთხელ გოგონამ მამას შესჩივლა, რომ მისი ცხოვრება ძალიან რთული იყო და არც კი იცოდა როგორ გამკლავებოდა. მოაგვარებდა ერთ პრობლემას და მეორე ჩნდებოდა. ის კი ბრძლით დაიღალა.

 

მამამ გოგონა სამზარეულოში შეიყვანა, 3 ჯამი წყლით გაავსო და ცეცხლზე დადგა. როგორც კი მათ დუღილი დაიწყეს მამაკაცმა ერთში ჩაყარა კარტოფილი, მეორეში კვერცხი, მესამეში კი დაფქვილი ყავა. ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების გარეშე მათ ხარშვა დააცადა. რამდენიმე წუთის შემდეგ გოგონა მოუთმენლობამ შეიპყრო და მამას ჰკითხა რატომ აკეთებდა ამას. კაცმა კარტოფილი და კვერცხი ჯამზე გადმოიღო, ყავა კი ჭიქაში დაასხა და გოგონას ჰკითხა რას ხედავდა.

 

გოგონამ უპასუხა: – კარტოფილს, კვერცხს და ყავას.

 

-შეამოწმე ახლოდან, – ურჩია მამამ.

 

გოგონამ კარტოფილი გაჭრა და ნახა, რომ ხარშვისას დარბილებულიყო. კვერცხის ნაჭუჭის გატეხვისას კი მასში კარგად მოხარშული შიგთავსი დახვდა. ყავის მოწრუპვამ გოგონას ღიმილი მოჰგვარა.

 

„რომელი მათგანი ხარ შენ?“ – ჰკითხა მამამ – „ყველა განსხვავებულად რეაგირებს ცხელ წყალზე. კარტოფილი მაგარი იყო, მაგრამ დარბილდა, კვერცხს ნაჭუჭი იცავდა შიგთავსის გადმოღვრისგან, მაგრამ გამაგრდა, ყავამ კი წყალი სრულიად შეცვალა“.

 

მორალი: ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება ჩვენს გარშემო და ჩვენსავე ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა რა ხდება ჩვენს ცნობიერებაში, როგორ ვუდგებით პრობლემებს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment