წარმატების მიღწევის მთავარი პირობა ყველა შემთხვევაში გამუდმებული სწავლაა, ეს ეხება მათ შორის რაღაც ახლის შესწავლას. წარუმატებლობა მხოლოდ ზარმაცი ადამიანების თანმდევია, რადგან შეუძლებელია ეძებდე ყოველთვის ახალს და არაფერი გამოგდიოდეს. არსებობს რამდენიმე პირობა იმისთვის, რომ არასდროს შეწყვიტოთ წარმატებისკენ სვლა:
შეინარჩუნე ბავშვური გონება – როგორ ახერხებს ბავშვი სამყაროს შეცნობას? პატარები გამუდმებით სხვამენ კითხვას: „რატომ?“ როდესაც გადის წლები ეს შეკითხვა თანდათან უფერულდება და თითქოს საინტერესო აღარაფერი რჩება. სწორედ ამ დროს იწყება ადამიანის გონების უკუსვლა. ეცადეთ დაინტერესდეთ ყველაფრით, დასვათ ბევრი შეკითხვა და განვითარდეთ. ამას მოაქვს ახალი იდეები და წარმატება.
მოძებნეთ მენტორი – როდესაც ადამიანი ჩათვლის, რომ ის საკმარისად განვითარრბულია და სხვაზე მეტი იცის სწორედ მაშინ კარგავს ყველაფერს, ამას პიროვნულ ზრდაში სრული კატასტროფა მოჰყვება. მოძებნეთ ადამიანი, რომელიც თქვენთვის სტიმულია, მოტივატორი და ყოველთვის მზადაა განახოთ სწორი გზა.
იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ – ხშირ შემთხვევაში საუკეთესო მენტორი წიგნებია. წიგნი გაძლევთ ფიქრის საშუალებას, ეს კი მიზნების განხორციელებაში გეხმარებათ.