fbpx

როგორ გადავიდეთ სიტყვიდან საქმეზე

ავტორი ჟოლო
266 ნახვა

მოდით ნუ დაველოდებით საუკეთესო მომენტს, შესაბამის განწყობას და ვარსკვლავების განლაგებას. ჯობია თქვენი პირველი მოქმედება იყოს სპონტანური, პაუზის გარეშე: “გადავწყვიტე გავაკეთოსადავაკეთებსშორის.

1) უბრალოდ გაბრაზდით!

რაღაც არ გამოგდით ცხოვრებაში, ხვდებით რომ ხაფანგში გრძნობთ თავს? უბრალოდ გაბრაზდით და ეს მოგცემთ იმპულსს, რომ იმოქმედოთ და გადადგათ საჭირო ნაბიჯები წინსვლისთვის, თუნდაც თავს გრძნობდეთ უიმედოთ, არ იყოთ კმაყოფილი ამ ცხოვრებით, არ გაფლანგოთ თქვენში შემორჩენილი ენერგია ფუჭად. მობილიზდით, მიმართეთ თქვენი კონცენტრაცია თქვენი მიზნისკენ და იმოქმედეთ.

2) დრო გადის!

თუ თქვენ დაიწყებდით მოქმედებას 1 წლის წინ, ახლა გექნებოდათ უკვე შედეგი. თუ დაიწყებთ ახლა, მაშინ შედეგს მიიღებთ 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ დაწყებას აპირებთ “ხვალ” ეს “ხვალ” შეიძლება გაგრძელდეს მთელი ცხოვრება, დრო კი გადის.

3) ნაკლები იფიქრეთ, მეტი იმოქმედეთ!

მთელს ინფორმაციას, რასაც თქვენ ამ დროისთვის ფლობთ, თქვენს გონებას უკვე დამუშავებული აქვს არაერთხელ, სხვადასხვა რაკურსში, ამიტომ უკვე საჭიროა ამ კუთხით მოქმედება, რომ ახალი დავალებები მისცეთ თქვენს გონებას, რათა ახალი გზები მოძებნოს თქვენი მიზნის მისაღწევად.

4) არასასურველი სიტყვები და წინადადებები!

“მე არ შემიძლია”, “მე არ ვიცი”, “მერე გავაკეთებ”- ეს ფრაზები მხოლოდ და მხოლოდ თავის მართლებაა იმისა, რომ არ გინდათ იმოქმედოთ და გახდეთ უფრო წარმატებული.

5) ნუ ანიჭებთ სხვა საქმეს უფრო დიდ მნიშვნელობას!

ზოგი ამბობს: მე ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს სამსახურში ან ძალიან ბევრი საქმე მაქვს სამსახურში.

მე გეკითხებით თქვენ: რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თქვენი მიზნების მიღწევა? ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ის ყოველთვის გამონახავს დროს, ხოლო ვისთვისაც ნაკლებ მნიშვნელოვანია, ის ყოველთვის მოძებნის თავის გამართლების საშუალებას.

6) დაიჭირეთ საჭირო მომენტი!

ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, სიტყვიდან საქმეზე გადასასვლელად, არის გაურკვევლობა, რომ დადგა დრო მოქმედებისა. თუ თქვენს გონებაში არის ზუსტი და სასურველი მიზანი, ნუ ელოდებით რაიმე სპეციალურ მომენტს, თქვემ გეძლევათ მიზანი და შანსი მისი განხორციელებისა, უბრალოდ იმოქმედეთ!

პატივისცემით: მაია ხავთასი

წყარო:https://maiakhavtasi.wordpress.com

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment