fbpx

როდესაც არ გამოდის ის, ისე როგორც გინდა ან გეგმავ…

ავტორი ჟოლო
112 ნახვა

მადლობა სამყაროს  რომ მასწავლა გაშვება და ნაკადში ყოფნის სიამოვნება შემაგრძნობინა.

როდესაც არ გამოდის ის, ისე როგორც გინდა ან გეგმავ…

როდესაც მთელი სხეულით დაძაბული, დაჭიმული ხარ სიმივით…

გრძნობ ტკივილს… გასხამს ოფლი…. არ იცი რა ქნა?- გაშეშდე, გაგრძელო, დაიმალო… ტემპერატურაც იწევს, ალბათ…

რა შვებას გრძნობ და როგორ თავისუფლდები სიტყვებით:

„ მე მადლიერი ვარ ყოველი გათენებული დღის, იმ შესაძლებლობების რასაც მთავაზობს სამყარო. მე ვენდობი მას სრულებით! ყველაფერი არის და ხდება ჩემთვის და გარშემომყოფებისთვის სასარგებლოდ

… და

ის რომ 2 დღიანი „დატესტვის“ მერე, ვებინარის დასაწყისში ხმა არ ისმის,

ის რომ ჩანაწერს დამუშავებისას ინტენეტმა „გაჭედა“

და კიდევ ბერი: ის რომ….

ამ სიტყვებით ისადგურებს სიმშვიდე … საიდანღაც, რაღაცნაირად ყველაფერი ლაგდება, წყნარდება! მოდის ის, რაც მოცემულ დროს და მოცემულ სიტუაციას სჭირდება… და

ვებინარიც ჩატარდა შეუფერხებლად

ჩანაწერიც დაიდო წარმატებით

სხვა დანარჩენი „ის რომ…“ აორთქლდა ფაფუუ, გაქრა..

მადლობა სამყაროს, #ზრდისფაქტორის 03 სტარტისთვის, წარსულის, დღევანდელი და მომავლი მიღწეებისთვის, ახალი ცხოვრებისთვის, რომელსაც გუშინ ჩაეყარა საფუძველი მოანწილეების, ჩვენ ცხოვრებაში.

ყველა სეზონის #ზრდისფაქტორი – ელებო დიდი სიყვარულით და მადლიერებით

თამარ კვარაცხელია

წარმატებები ყველას!!!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment