fbpx

3 ემოცია, რომელსაც ბიზნესმენები განიცდიან…

ავტორი Ann
226 ნახვა

ბიზნესი, ანუ საკუთარი საქმის კეთება სერიოზულ ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს, რადგან ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ. არსებობს რამდენიმე სახის ემოცია, რომლებსაც ყველა ბიზნესმენი განიცდის:

აღელვება – ეს ემოცია მოდის შიშისგან, თქვენ საკუთარ შესაძლებობებში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ და გეშინიათ, იქნებ რაღაც არ გამოგივიდეთ. მასთან გასამკლავებლად უნდა დარწმუნდეთ ის, რასაც აპირებთ, ნამდვილად მოგიტანთ წარმატებას თუ არა. გააანალიზეთ საკუთარი შესაძლებლობები, დასახეთ სწორი მიზანი.

ბრაზი – გადაწყვეტილებები და ქმედებები, რომლებსაც სიბრაზით იღებთ ყოველთვის ნეგატიურია. ბრაზი საკმაოდ ძლიერი ემოციაა, თუმცა მისი კონტროლი შესაძლებელია. უბრალოდ ეცადეთ სიბრაზის დროს არ მიიღოთ გადაწყვეტილება. დაიცადეთ მინიმუმ 30 წუთი და ბრაზი გაგინელდებათ, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

შიში – შიში სწორედ ის ემოციაა, რომელიც ყველაზე მეტად გვაბრკოლებს. ჩვენ გვეშინია ან გადაჭაბების, ან იმის, რომ რაღაცას ვერ გავაკეთებთ. გვეშინია უარყოფის, ამიტომ პოტენციურ კლიენტთან მიახლოვება გვიჭირს. თუ ბიზნესის კეთება გსურთ შიში უნდა დაივიწყოთ. მნიშვნელობა არ აქვს რას გრძნობთ, გადადგით ნაბიჯი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment