ბავშვი, რომელიც დედამიწაზე მოსავლენად ემზადება, ღმერთს ეკითხება:
– უფალო, მითხრეს რომ მალე დედამიწას უნდა მოვევლინო, მაგრამ ასეთმა პატარამ და უმწეომ, იქ როგორ უნდა ვიცხოვრო?
– ყველა ანგელოზთა შორის შენთვის ერთი ამოვარჩიე. ის შენ გელის, შენზე იზრუნებს და დაგიცავს. ანგელოზი ყოველდღე გიმღერებს და გაგიღიმებს. ამგვარად შენ მის სიყვარულს შეიგრძნობ და ბედნიერი იქნები.
– ენა რომ არ ვიცი, ადამიანების ნათქვამს როგორ გავიგებ?
– დედამიწაზე რაც კი ლამაზი და ტკბილი სიტყვებია, ანგელოზი დიდი სიყვარულით შეგასწავლის.
– კეთილი უფალო. შენთან საუბარი რომ მომინდეს, როგორ მოვიქცე?
– ანგელოზი პირჯვარს გადაგსახავს და ლოცვას გასწავლის.
– გავიგე, რომ დედამიწაზე ცუდი ადამიანებიც ყოფილან, მე ვინ დამიცავს?
– ანგელოზი თავის სიცოცხლესაც კი გასწირავს შენს დასაცავად.
– მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვეღარ გნახავ…
– ანგელოზი გამუდმებით გესაუბრება ჩემზე და ჩემსკენ მომავალ გზას გიჩვენებს…
ამ დროს სამოთხეში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. დედამიწიდან გამოსული ხმები სამოთხეს სწვდებოდა. პატარა მიხვდა, რომ წასვლის დროა და ბოლო შეკითხვა დაუსვა უფალს:
– უფალო, თუ უკვე მოვიდა ჩემი წასვლის დრო, სწრაფად მითხარი, რა ჰქვია ჩემს ანგელოზს?
– მისი სახელი საჭირო არ არის, შენ მას დედას დაუძახებ…