fbpx

“ცხოვრება ტვირთის გარეშე”…

ავტორი ჟოლო
1.2K ნახვა

დაფიქრებულხართ რამდენი დამახინჯებული წარმოდგენა გვაქვს – მთელი ცხოვრების მანძილზე შეგროვებული, ღრუბელივით შესრუტული, სტიკერებივით მიწეპებული, ზურგზე მოკიდებული და როგორი რთული, როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს მათი ტარება და მათ მიხედვით, მათი გავლენით ცხოვრება?

წარმოიდგინეთ, რამდენი სტერეოტიპია, რისი მსხვერპლიც ვართ და რის გამოც თავადვე ვიზღუდავთ თავისუფლებას, ვირთულებთ ცხოვრებას, უამრავ შესაძლებლობას ვკარგავთ თავისუფლად ვისუნთქოთ და უბრალოდ ბედნიერები ვიყოთ, თავისუფლად და გულღიად ვიურთიერთობოთ, გამოვხატოთ საკუთარი თავი, არ დავიმალოთ, არასრულფასოვნად არ ვიგრძნოთ თავი და უბრალოდ ვიგრძნოთ, რომ უკვე საკმარისები ვართ.

საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობების და საკუთარი სიმართლის წინააღმდეგ წასვლა მტკივნეულია.

მაგრამ, სასიხარულოა ის, რომ საკუთარ თავთან კონტაქტის აღდგენის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება, ბურუსი იფანტება და ყველაფერს ნათელი ეფინება. თავისუფლების შეგრძნება, სიმშვიდე, შვება და სიხარული გვეუფლება, განცდა – რომ აღარსად გეჩქარება.

ამ მომენტში თითქოს დრო ჩერდება. შენ შენს თავთან კონტაქტში ხარ და ყველაფერი უკვე თავის ადგილზეა.

14 ივნისიდან ბაირონ ქეითის “სამუშაოს” დახმარებით 4 კვირის განმავლობაში მტკივნეულ ფიქრებს, სტერეოტიპებს, შემაწუხებელ აზრებს გამოვიკვლევთ, გავაქარწყლებთ და ვისწავლით ისევ თავისუფლად და მშვიდად სუნთქვას, აღვიდგენთ საკუთარ თავთან კონტაქტს…

ტვირთით ცხოვრება რთულია… მის გარეშე შესაძლებელია ცხოვრება… 🤍🕊✨

რეგისტრაცია: https://fb.me/e/42OxD0XR1

თინათინ ბასილაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment