fbpx

„ყველაფერი, ყოველთვის ისე არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით მიგვაჩნია“…

ავტორი ჟოლო
49 ნახვა

„პატარა გოგონას, ორივე ხელში თითო ვაშლი ეჭირა. დედამ გაუღიმა, და სთხოვა თავის პრინცესას : “საყვარელო, შეგიძლია, რომ დედიკოს მაგ ორი ვაშლიდან ერთი მისცე?”

გოგონა რამდენიმე წამით დედას მიაჩერდა, და მერე უეცრად ერთი ვაშლი ჩაკბიჩა, ამის შემდეგ, მყისიერად მეორეც ჩაკბიჩა.. ქალმა იგრძნო როგორ შეაშრა ღიმილი სახეზე, და ძალიან შეეცადა, რომ თავისი იმედგაცრუება, არ ეჩვენებინა. ძალიან ეწყინა, რომ მისმა საყვარელმა გოგონამ არ ისურვა ვაშლის განაწილება.
..და უცებ, გოგონამ გაუწოდა ერთერთი, იმ ორი ჩაკბეჩილი ვაშლიდან და უთხრა : “დედიკო აი ეს აიღე, ეს უფრო ტკბილია!”

მორალი: ყველაფერი, ყოველთვის ისე არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით მიგვაჩნია.. ნუ განსჯით ნურავის, და მითუმეტეს ნაადრევად.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment