fbpx

გია ყანჩელი საკუთარ მუსიკასა და განცდებზე

ავტორი ჟოლო
76 ნახვა
გია ყანჩელი: „მე, როგორც წესი, ჩემს მუსიკას კრიტიკულად ვუსმენ. სულ მაინტერესებს რამე შეცდომა ხომ არა მაქვს დაშვებული. აი მაგალითად „სტიქსი“, მიუხედავად იმისა რომ კარგა ხნის წინ  არის დაწერილი და ალბათ, ერთი 50-ჯერ მაქვს მოსმენილი, როცა ვისმენ მაინც იმას ვფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა უკეთესად დაწერა, გაორკესტრება… 
როგოც ჭადრაკში არსებობს ხოლმე სვლების აურაცხელი რაოდენობა, ასევეა მუსიკაშიც. ეს ძალიან  რთული პროცესია. ვცდილობ, არაფერი ზედმეტი არ იყოს, არც ეპიზოდი, არც გაორკესტრებაში, არც სოლისტისა თუ გუნდის პარტიაში. ამიტომ ძალიან ვიტანჯები ხოლმე. ძალიან მიჭირს უარის თქმა იმაზე რაც ზედმეტი მეჩვენება. ეს მე  ელდარ შენგელაიასგან ვისწავლე, როდესაც ის ჩემი მუსიკით თავის ფილმებს ამონტაჟებდა, ასევე გია დანელიასაგან, რობიკო სტურუასგან, ვისთანაც მე მთელი ჩემი ცხოვრება ვიმუშავე. აი, ასეთი კრიტიკული მიდგომით ვუსმენ ხოლმე ჩემს მუსიკას. 
– კონცერტზეც იგივე ხდება? კონცერტზეც ღელავთ?
-კონცერტზე უბრალოდ, მინდა ხოლმე, რომ უშეცდომოდ შესრულდეს და დარბაზში ატმოსფერო იყოს – განსაკუთრებული სიჩუმე. ჩემთვის სიჩუმე რამდენიმე კატეგორიად არსებობს. როდესაც ისეთი სიჩუმეა, რომელსაც ვნატრობ, მაშინ მიმაჩნია, რომ უხილავი ძაფები, სცენას, მაყურებელსა და დარბაზს შორის არის გამბული, აი, მაშინ ვარ ხოლმე კმაყოფილი…
ავტორი: დეა თავბერიძე

გია ყანჩელი: „მე, როგორც წესი, ჩემს მუსიკას კრიტიკულად ვუსმენ. სულ მაინტერესებს რამე შეცდომა ხომ არა მაქვს დაშვებული. აი მაგალითად „სტიქსი“, მიუხედავად იმისა რომ კარგა ხნის წინ არის დაწერილი და ალბათ, ერთი 50-ჯერ მაქვს მოსმენილი, როცა ვისმენ მაინც იმას ვფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა უკეთესად დაწერა, უკეთესად გაორკესტრება… 

როგოც ჭადრაკში არსებობს ხოლმე სვლების აურაცხელი რაოდენობა, ასევეა მუსიკაშიც. ეს ძალიან  რთული პროცესია. ვცდილობ, არაფერი ზედმეტი არ იყოს, არც ეპიზოდი, არც გაორკესტრებაში, არც სოლისტისა თუ გუნდის პარტიაში. ამიტომ ძალიან ვიტანჯები ხოლმე. ძალიან მიჭირს უარის თქმა იმაზე რაც ზედმეტი მეჩვენება.ეს მე  ელდარ შენგელაიასგან ვისწავლე, როდესაც ის ჩემი მუსიკით თავის ფილმებს ამონტაჟებდა, ასევე გია დანელიასაგან, რობიკო სტურუასგან, ვისთანაც მე მთელი ჩემი ცხოვრება ვიმუშავე…

აი, ასეთი კრიტიკული მიდგომით ვუსმენ ხოლმე ჩემს მუსიკას. 

–  კონცერტზეც ღელავთ?

-კონცერტზე უბრალოდ, მინდა ხოლმე, რომ უშეცდომოდ შესრულდეს და დარბაზში ატმოსფერო იყოს – განსაკუთრებული სიჩუმე. ჩემთვის სიჩუმე რამდენიმე კატეგორიად არსებობს. როდესაც ისეთი სიჩუმეა, რომელსაც ვნატრობ, მაშინ მიმაჩნია, რომ უხილავი ძაფები, სცენას, მაყურებელსა და დარბაზს შორის არის გამბული, აი, მაშინ ვარ ხოლმე კმაყოფილი…

ავტორი: დეა თავბერიძე

წყარო: პრაიმტაიმი

[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=NBoaXDbs5UE”]

მსგავსი სტატიები

Leave a Comment